ფოთში ტერაბანკის განახლებული ფილიალი გაიხსნა

ტერაბანკი რეგიონებში ფილიალების განახლებას აგრძელებს და საბანკო მომსახურებების განსხვავებულ, თანამედროვე სივრცეში მიღებას ამჯერად ფოთში მცხოვრებ მომხმარებლებს სთავაზობს.

განახლებული ფილიალი ფოთში აღმაშენებლის N17-ში 20 მარტს გაიხსნა და მან ძუკუ ლოლუას ქუჩაზე მდებარე დროებითი ფილიალი ჩაანაცვლა. აღსანიშნავია, რომ იგი დაინტერესებულ პირებს სრული საბანკო სერვისებით უზრუნველყოფს. ამასთან, აქ მისულ მომხმარებლებს მყუდრო გარემო, განსაკუთრებული სივრცე, თანამედროვე ინტერიერი, მეგობრული და უშუალო პერსონალი, მათზე მორგებული პროდუქტები და შეთავაზებები ხვდებათ.

„ტერაბანკისთვის ფილიალების ქსელის განახლება და გაფართოება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. მიუხედავად იმისა, რომ დისტანციური მომსახურებების მომხმარებლების რაოდენობა იზრდება, ბევრი ადამიანისთვის ფიზიკური სივრცეში სერვისებით სარგებლობა კვლავაც აქტუალურია. გვახარებს ის ფაქტი, რომ კიდევ ერთი თანამედროვე და კომფორტული ფილიალით ამჯერად მომხმარებლებს ფოთშიც მოვემსახურებით“, - აცხადებენ ტერაბანკში.

ფოთის ფილიალი მომხმარებლებს ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, შაბათს კი 10:00 საათიდან 14:00 საათამდე იღებს.

(R)

მიხაილ როთი - შეწყვიტეთ შეთქმულების თეორიები, შეწყვიტეთ ტყუილი!
ქართული პრესის მიმოხილვა 19.09.2024
გიორგი კაჭარავა - რა უნდა რუსეთს? რუსული სცენარით კონფლიქტების „მოგვარების“  შემთხვევაში  რა „სარგებელს“ და საფრთხეებს მიიღებს საქართველო?
ახალი Lenovo Yoga Slim 7x ხელოვნური ინტელექტით
სილქნეტის სპეციალური პაკეტები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის