პრემიერი - დამტკიცდა ადამიანის უფლებათა დაცვის რიგით მეორე ეროვნული სტრატეგია 2022-2030 წლებისთვის - ამ სტრატეგიის დამტკიცებით მთავრობა და პარლამენტი ადასტურებენ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ვალდებულებისადმი სახელმწიფოს ერთგულებას

დღეს დამტკიცდა ადამიანის უფლებათა დაცვის რიგით მეორე ეროვნული სტრატეგია 2022-2030 წლებისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაშია აღნიშნული.

მთავრობის მეთაურის თქმით, ეროვნული სტრატეგიის დიდი პოლიტიკური და საზოგადოებრივი მნიშვნელობიდან გამომდინარე, დოკუმენტი მრავალსექტორული ჩართულობით შეიმუშავა და მოიწონა საქართველოს მთავრობამ და დაამტკიცა საქართველოს პარლამენტმა.

„სახელმწიფოს სწრაფვა ინსტიტუციური დემოკრატიისკენ, სამოქალაქო, პოლიტიკური, სოციალური, კულტურული და ეკონომიკური უფლებებით თანაბრად სარგებლობის უზრუნველყოფა, თანასწორობის პოლიტიკის განმტკიცება და ოკუპაციის შედეგად დაზარალებულ მოქალაქეებზე ზრუნვა სახელმწიფო პოლიტიკის ის ფუნდამენტია, რომელსაც ეფუძნება ეს დოკუმენტი.

ამ სტრატეგიის დამტკიცებით საქართველოს მთავრობა და პარლამენტი ადასტურებენ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ვალდებულებისადმი სახელმწიფოს ერთგულებას, რაც, თავის მხრივ, გულისხმობს ადამიანის უფლებათა დაცვის სისტემური და გრძელვადიანი პოლიტიკის თანამიმდევრულად და უწყვეტად წარმართვას”, - აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.

ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტმა თამარ აბესაძემ ევროპარლამენტში გამართულ ახალგაზრდულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
„სილქნეტმა“ მობილურ პაკეტებზე ექსკლუზიური შეთავაზებები დაიწყო