ლევან ხაბეიშვილმა და პარტიის სხვა ლიდერებმა, სენაკსა და მარტვილში, მოქალაქეებს 9 აპრილის აქციის ბუკლეტები დააურიგეს

დღეს, სამეგრელოს რეგიონში, კერძოდ, სენაკსა და მარტვილში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა და პარტიის სხვა ლიდერებმა, მოქალაქეებს 9 აპრილის აქციის ბუკლეტები დააურიგეს და 9 აპრილს, 17:00 საათზე რუსთაველზე მიიწვიეს.

ამის შესახებ ინფორმაციას „ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის განცხადებით, პარტიას დაწყებული აქვს 9 აპრილის საინფორმაციო კამპანია თბილისსა და საქართველოს ყველა რეგიონში, რათა 9 აპრილს საქართველოს ყველა ქალაქიდან, საქართველოს მოქალაქეები შეიკრიბონ რუსთაველზე. 9 აპრილის ბუკლეტებში ასევე, გამარტებულია იმ 12 პუნქტის მნიშვნელობა.

„ჩვენი ევროპული მომავლისთვის, იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ მთელს მსოფლიოს დავანახოთ ქართველი ხალხის ურყევი ნება, დაწყებული გვაქვს 9 აპრილის კამპანია, რომელიც გულისმობს, რომ 9 აპრილს საქართველოს ყველა ქალაქიდან, საქართველოს ყველა რეგიონიდან, საქართველოს მოქალაქეებმა თავი უნდა მოიყარონ რუსთაველზე და ჩვენ ყველამ ერთად უნდა გავაპროტესტოთ, რომ ბიძინა ივანიშვილი ევროკავშისა და საქართველოს შორის კარებშია გაჩხერილი. შესაბამისად, დღეს, ჩვენ ვართ სამეგრელოში, სადაც ვარიგებთ საინფორმაციო ბუკლეტებს, რომელიც უკავშირდება 9 აპრილის აქციას და ასევე, განმარტებულია ის 12- პუნქტი, რომელსაც, სამწუხაროდ, არა თუ ასრულებს „რუსული ოცნება“, არამედ უცხადებს ოფიციალურ საბოტაჟს იმისტვის, რომ ეს სტატუსი ვერ მივიღოთ“, - განაცხადა ხაბეიშვილმა.

სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს