სვენეთში საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია მიმდინარეობს, - ამის შესახებ ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.
უწყების ცნობით, პროექტის მიხედვით, სამუშაოები სააღმზრდელო დაწესებულების შენობის ნაწილში მიმდინარეობს.
„გამოიცვლება სახურავი, ფანჯრები, კარები, იატაკი. მოეწყობა გათბობის, სასმელი წყლის, კანალიზაციისა და ელექტრო მომარაგების ახალი სისტემები.
სვენეთის საბავშვო ბაღის შენობას, რომელიც დაახლოებით 5 ათეული წლის წინ შევიდა ექსპლუატაციაში, მსგავსი სახის სარეაბილიტაციო სამუშაოები დღემდე არ ჩასტარებია.
ამ ეტაპზე, საბავშვო ბაღში სკოლამდელ განათლებას 37 აღსაზრდელი იღებს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.