დიმიტრი ცქიტიშვილი - როგორც მაქვს ინფორმაცია, კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით დასკვნა ნეგატიური იქნება, არ ვიცი წლის ბოლომდე რა შეიცვლება - მინდა დავიჯერო, რომ ხალხის დამსახურებით მოგვცემენ

ძალიან მინდა დავიჯერო, რომ ხალხის დამსახურებით მოგვცემენ კანდიდატის სტატუსს, თუმცა, ცოტა ეჭვი მეპარება , - ამის შესახებ მმართველი გუნდის ყოფილმა წევრმა, დიმიტრი ცქიტიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „პოლიტიკურ სივრცეში“ განაცხადა.

მან ისაუბრა მმართველ გუნდში საქმიანობის პერიოდზე და აღნიშნა, რომ „ქართულ ოცნებაში“ ყოფნისას არ უგრძნია ანტიდასავლური ელემენტები.

„ არ მიგრძნია სიგნალი, რომ ასეთ ანტიდასავლური ელემენტები იყო „ქართულ ოცნებაში“. ჩვენ ვიყავით საგარეო პოლიტიკის ფორმირების მონაწილეები და ასეთი ელემენტები არ მიგრძნია. დასავლეთის ასე წარმოჩენის მოლოდინი არ მქონდა. მე მაქვს მოლოდინი, რომ აქციები კიდევ გაგრძელდება, როდესაც 12 პუნქტის შესრულება არ მოხდება. ეს ძალიან კრიტიკული იქნება. გამოსაწვევი კანონიც კი არ ექნებათ, ეს პროცესი რომ გააჩერონ. „ქართულმა ოცნებამ“ უნდა გაითვალისწინოს, რაც 8-9 მარტს მოხდა, გაკვეთილი გამოიტანოს და ნაბიჯი უნდა გადადგას“,- აღნიშნავს ცქიტიშვილი.

მისივე თქმით, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხს სკეპტიკურად უყურებს.

„ პროცედურულად პირველ ეტაპზე შეფასებები ტექნიკური იქნება. ექსპერტები შეაფასებენ ეს მოთხოვნები შეესაბამება თუ - არა. როგორც მაქვს ინფორმაცია, დასკვნა იქნება ნეგატიური. დღევანდელი მოცემულობით ნეგატიურისკენ იხრებიან, არ ვიცი წლის ბოლომდე რა შეიცვლება. შემდეგ ევროკომისიის გადაწყვეტილებაა, სადაც ტექნიკური და პოლიტიკური ნაზავია, პოლიტიკური მიზანშეწონილობა ემატება, საბოლოო გადაწყვეტილება იქნება ევროკავშირის საბჭოზე. ძალიან მინდა ვირწმუნო, რომ ყველაფრის მიუხედავად კანდიდატის სტატუსს მოგვცემენ. ვფიქრობ, ასეთი გადაწყვეტილების მიღება რთული იქნება. ძალიან მინდა დავიჯერო, რომ ხალხის დამსახურებით მოგვცემენ კანდიდატის სტატუსს, თუმცა, ცოტა ეჭვი მეპარება სკეპტიკურად ვუყურებ“,- აღნიშნავს ცქიტიშვილი.

სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ