„საქართველოსთვის“ - ვგმობთ და მიუღებლად მივიჩნევთ “ოცნების” ხელისუფლების მიერ წახალისებულ სიძულვილის კამპანიას - ჩვენი მოქალაქეების ერთმანეთთან დაპირისპირება ყოველთვის იქნება რუსული საქმე

პარტია “საქართველოსთვის” გმობს და მიუღებლად მიიჩნევს “ქართული ოცნების” ხელისუფლების მიერ „წახალისებულ სიძულვილის კამპანიას“. ამის შესახებ ნათქვამია „საქართველოსთვის“ განცხადებაში, რომელსაც „სოციალურ ქსელში აქვეყნებს.

განცხადების თანახმად, საქართველოს მოქალაქეების ერთმანეთთან დაპირისპირება ყოველთვის იქნება „რუსული საქმე“.

„პარტია “საქართველოსთვის” გმობს და მიუღებლად მიიჩნევს “ოცნების” ხელისუფლების მიერ წახალისებულ სიძულვილის კამპანიას, რომლის მიზანია პროცესების რადიკალიზაცია, საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფებს შორის დაპირისპირების და შუღლის გაღვივება, ადამიანების დისკრედიტაცია, გაშავება და ბულინგი რუსული სპეცსამსახურებისთვის დამახასიათებელი მეთოდებით, რისი გამოვლინებებიც ვიხილეთ ბოლო პერიოდში საზოგადოებრივად აქტიური პერსონებისა თუ საქართველოს პარლამენტის წევრების მიმართ. მათ შორის, გუშინ ადგილი ჰქონდა ფიზიკურ ანგარიშსწორებას და ღირსების შემლახავ კამპანიას საქართველოს პარლამენტის წევრის - ტარიელ ნაკაიძის მიმართ!

ხელისუფლება ყველაფერს უნდა აკეთებდეს საზოგადოების და ჩვენი მოქალაქეების გაერთიანებისთვის საერთო ეროვნული ამოცანების გარშემო, თუმცა, სამწუხაროდ, ვხედავთ, რომ საზოგადოებაში რადიკალიზაციის გაზრდისა და დაპირისპირების გაღვივების ავანგარდში სწორედ ხელისუფლების წარმომადგენლები დგანან!

ჩვენი მოქალაქეების ერთმანეთთან დაპირისპირება ყოველთვის იქნება რუსული საქმე!

ახლა, როგორც არასდროს, ისე გვჭირდება ერთიანობა საქართველოსთვის, ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის!“,- წერია განცხადებაში.

11.08.2025 / 08:27

სანდრო თვალჭრელიძე - “ახლავე გეტყვით, რომ მერაბ სეფაშვილის დასახელების შემთხვევაში კალაძეს გამარჯვება გარანტირებული ექნება”

“თბილისი კალაძეს დაუთმეს და დანარჩენი საქართველო კობახიძეს” - რატომ ცვლის “ოცნება” მერების ნახევარს რეგიონებში

მირიან მირიანაშვილი - “ვაშინგტონში გადაწყდა, რომ ჩვენს რეგიონში პოლიტიკური ლანდშაფტი ტოტალურად უნდა შეიცვალოს“

“ნომრების ომი” და 13 წლის წინანდელი პრეცედენტი - “ენმ-ს საარჩევნო ნომრის დაბრუნება მომდევნო არჩევნებზე შეეძლება”

ვახტანგ ძაბირაძე - “თუ “ქართული ოცნება” გაათავისუფლებს პატიმრებს და პოლიტიკურ კურსსაც შეცვლის, შეიძლება დარეგულირდეს პროცესები”

„საქართველოსთვის“ - ვგმობთ და მიუღებლად მივიჩნევთ “ოცნების” ხელისუფლების მიერ წახალისებულ სიძულვილის კამპანიას - ჩვენი მოქალაქეების ერთმანეთთან დაპირისპირება ყოველთვის იქნება რუსული საქმე

პარტია “საქართველოსთვის” გმობს და მიუღებლად მიიჩნევს “ქართული ოცნების” ხელისუფლების მიერ „წახალისებულ სიძულვილის კამპანიას“. ამის შესახებ ნათქვამია „საქართველოსთვის“ განცხადებაში, რომელსაც „სოციალურ ქსელში აქვეყნებს.

განცხადების თანახმად, საქართველოს მოქალაქეების ერთმანეთთან დაპირისპირება ყოველთვის იქნება „რუსული საქმე“.

„პარტია “საქართველოსთვის” გმობს და მიუღებლად მიიჩნევს “ოცნების” ხელისუფლების მიერ წახალისებულ სიძულვილის კამპანიას, რომლის მიზანია პროცესების რადიკალიზაცია, საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფებს შორის დაპირისპირების და შუღლის გაღვივება, ადამიანების დისკრედიტაცია, გაშავება და ბულინგი რუსული სპეცსამსახურებისთვის დამახასიათებელი მეთოდებით, რისი გამოვლინებებიც ვიხილეთ ბოლო პერიოდში საზოგადოებრივად აქტიური პერსონებისა თუ საქართველოს პარლამენტის წევრების მიმართ. მათ შორის, გუშინ ადგილი ჰქონდა ფიზიკურ ანგარიშსწორებას და ღირსების შემლახავ კამპანიას საქართველოს პარლამენტის წევრის - ტარიელ ნაკაიძის მიმართ!

ხელისუფლება ყველაფერს უნდა აკეთებდეს საზოგადოების და ჩვენი მოქალაქეების გაერთიანებისთვის საერთო ეროვნული ამოცანების გარშემო, თუმცა, სამწუხაროდ, ვხედავთ, რომ საზოგადოებაში რადიკალიზაციის გაზრდისა და დაპირისპირების გაღვივების ავანგარდში სწორედ ხელისუფლების წარმომადგენლები დგანან!

ჩვენი მოქალაქეების ერთმანეთთან დაპირისპირება ყოველთვის იქნება რუსული საქმე!

ახლა, როგორც არასდროს, ისე გვჭირდება ერთიანობა საქართველოსთვის, ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის!“,- წერია განცხადებაში.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2025
გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ემიგრაციაში მყოფი ბავშვებისთვის, ონლაინ-სკოლაში მიღება დაიწყო
PSP საქართველოში სააფთიაქო ბაზრის ლიდერია
შემოქმედებითი თრობა - 20 აგვისტოდან სტარტს „ვაინქასთი“ აიღებს
Samsung-ის უახლესი Galaxy Z Fold7 | Z Flip7 და Galaxy Watch8 სერია