თამარ გაბუნიას განცხადებით, ჯანდაცვის სამინისტრო საექთნო საქმის პროფესიული სტანდარტების დანერგვაზე მუშაობს

ჯანდაცვის სამინისტრო საექთნო საქმის პროფესიული სტანდარტების დანერგვაზე მუშაობს, სამინისტროში უკვე ჩამოყალიბდა საექთნო და საბებიო საქმის მარეგულირებელი საბჭო.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განუცხადა, განისაზღვრება ექთნის და ბებიაქალის სტატუსი. რეგულაციების პაკეტი კი გულისხმობს უწყვეტი სამედიცინო განათლების პროგრამის შექმნას, ამასთან, შესაბამისი ტესტირებისა და საგამოცდო პროგრამების გაწერას.

მისივე ინფორმაციით, ამ დროისთვის, ექთანი/ ბებიაქალი ჯანდაცვის შესახებ კანონში მოხსენიებულია სამედიცინო პროფესიათა ჩამონათვალში, თუმცა, რეგულაციები გაწერილი არ არის, რაც ართულებს პროფესიული სტანდარტების დაწესებას, ასევე, ექთნის და ბებიაქალის როლის მკაფიოდ განსაზღვრას.

„ჩვენ ევროპის განვითარების რეკონსტრუქციის ბანკთან მუშაობა დავიწყეთ ჯერ კიდევ 2020 წელს. ახლა უკვე გაფორმდა მემორანდუმის ახალი ეტაპი, რომელსაც შემოუერთდა ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოც.

მიზანი არის ექთნების და საბებიო საქმის პროფესიების გაძლიერება. ჩვენს ქვეყანაში, დღეს, ექთანი და ბებიაქალი ჯანდაცვის შესახებ კანონში მოხსენიებულია სამედიცინო პროფესიონალთა ჩამონათვალში, თუმცა, ამის მიღმა რეგულაციები ჯერ გაწერილი არ არის, რაც ართულებს პროფესიული სტანდარტების დაწესებას, ასევე ექთნის და ბებიაქალის როლის მკაფიოდ განსაზღვრას.

EBRD-ის დახმარებით მომზადდა რეგულაციების პაკეტი, რაც გვეხმარება, რომ საექთნო და საბებიო საქმე რეგულირებად პროფესიებად განისაზღვროს. ასევე, მომზადდეს დარგობრივი მახასიათებლები პროფესიული განათლების სწავლების მიმართულებით.

მოგეხსენებათ, საექთნო საქმეში, საუნივერსიტეტო პროგრამები არსებობს, ასევე არიან ექთნები, რომლებიც უფრო ადრეულ ეტაპზე შემოვიდნენ სისტემაში და მათ ადრეული კოლეჯები აქვთ დამთავრებული. მნიშვნელოვანია მოხდეს მათი რეგისტრაცია და პროფესიული კვალიფიკაციის აღიარება.

მთელი ეს დახმარება, რომელიც აქამდე განხორციელდა და სამომავლოდაც გაგრძელდება, ითვალისწინებს საექთნო და საბებიო განათლების სისტემის დახვეწას, კომპეტენციების განსაზღვრას და ამ კომპეტენციების შესაბამისად უწყვეტი განათლების პროგრამების მომზადებას, ამასთან, მოიცავს პროფესიული განვითარების პროგრამების შექმნას.

ეს ხელს შეუწყობს იმას, რომ ექთნების და ბებიაქალების სექტორში დასაქმება მოხდეს საჭიროების და მათი უნარ-ჩვევების შესაბამისად. ჩვენი ორივე პარტნიორი ამ მიმართულებით იმუშავებს.

სამინისტროში უკვე ჩამოყალიბდა საექთნო და საბებიო საქმის მარეგულირებელი საბჭო, რომელსაც მინისტრი ხელმძღვანელობს. 25 მარტს არის დაგეგმილი საბჭოს პირველი შეხვედრა, სადაც განხილული იქნება საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი, ასევე, მარეგულირებელი ინიციატივების პირველი წინადადებები, იმისთვის, რომ მოხდეს მათი დაცვა და საკანონმდებლო პროცესების წამოწყება. აღნიშნულით მოხდება ექთნის და ბებიაქალის სტატუსის განსაზღვრა, რასაც მოჰყვება კანონქვემდებარე აქტების და პროცესების გააქტიურება ჩვენი პარტნიორების დახმარებით“, - აღნიშნავს თამარ გაბუნია.

ავთანდილ წულაძე - თუ კამალა ჰარისი გახდა პრეზიდენტი, იგი როგორც აშშ-ს გლობალური ლიდერობის მომხრე, ჩვენს რეგიონში უფრო მკაცრ პოლიტიკას გაატარებს
კახა გოგოლაშვილი - ძალიან სამწუხაროა, რომ საქართველოში დადგა დრო, როდესაც შესაძლებელია აშკარა ტყუილებით პოლიტიკის კეთება
ქართული პრესის მიმოხილვა 12.09.2024
კახა ოქრიაშვილი - ბატონი ივანიშვილი 2012 წლიდან მთელ ერს გვატყუებს და რა გასაკვირია, პეტრიაშვილი და ტალახაძეც მოტყუებით ჩაება სიაში?!
.ge დომენი - 3 წელი 60 ლარად
საქართველოს უნივერსიტეტს ლაბორატორიული მედიცინის სარეზიდენტო პროგრამისთვის აკრედიტაცია მიენიჭა