დავით გაბაიძემ გერმანიის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკის, გერმანიის ჰესენის მიწის სატყეო სააგენტოსა და ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის წარმომადგენლებს უმასპინძლა

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე - დავით გაბაიძე, გერმანიის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკის (KFW), გერმანიის ჰესენის მიწის სატყეო სააგენტოსა და ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) წარმომადგენლებს შეხვდა.

აჭარის უმაღლესი საბჭოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დავით გაბაიძემ სტუმრებს მადლობა გადაუხადა ჩვენი ქვეყნის, რეგიონის მხარდაჭერისათვის, მიმდინარე, ასევე განხორციელებული პროექტებისათვის და საკანონმდებლო კუთხით თანამშრომლობაზე მზაობა გამოთქვა.

„შეხვედრაზე გერმანიის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკთან (KFW) თანამშრომლობით აჭარაში ტყის მდგრადი მართვის პროექტის განხორციელების საკითხებზე ისაუბრეს. ახალი პროექტი, რომლის ბიუჯეტი 7,5 მილიონი ევროა, აჭარის სატყეო სააგენტოს მხარდაჭერასა და ტყით მდგრადი სარგებლობის თანამედროვე პრაქტიკის დანერგვას ისახავს მიზნად. პროექტი გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროსა (BMZ) და KFW-ს მხარდაჭერით ხორციელდება.

შეხვედრას უმაღლესი საბჭოს აგრარულ და გარემოს დაცვის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ფრიდონ ფუტკარაძე, აპარატის უფროსი ზურაბ ჭურკვეიძე, აჭარაში ტყის მდგრადი მართვის პროექტის ეროვნული კოორდინატორი ვახტანგ წულაძე და WWF-ის კავკასიის პროგრამის ოფისის დირექტორი გიორგი სანადირაძე ესწრებოდნენ“, - აღნიშნულია გავრცელებული ინფორმაციაში.

კახა გოგოლაშვილი - ძალიან სამწუხაროა, რომ საქართველოში დადგა დრო, როდესაც შესაძლებელია აშკარა ტყუილებით პოლიტიკის კეთება
ქართული პრესის მიმოხილვა 09.09.2024
ვიტალი ბალა - ზელენსკის ჰქონდა შანსი გაეკეთებინა ის, რაზეც უკრაინაში ერთ წელზე მეტია საუბრობენ - შეექმნა უკრაინის ეროვნული ერთობის მთავრობა, მაგრამ მან მოქმედების სხვა გზა არჩია
პროკრედიტ ბანკის 25 წლიანი წარმატების ისტორია - საქართველოში საქართველოსთვის
არქიმ სპეციალურად არქელებისთვის ევროპული სტანდარტის სპორტული დარბაზი გახსნა
ანა ხურციძე საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დირექტორი და დავის გადაწყვეტის საერთაშორისო აკადემიის ახალი არჩეული პრეზიდენტი
„იყიდე რაც გჭირდება და რაც გულით გინდა ისიც მოგივა“ - CashBack -ისა და VISA - ს ერთობლივი აქცია იწყება