ეკა გიგაური - გერმანელი მინისტრი პირველ რიგში არასამთავრობოებს შეხვდა, რაც სამოქალაქო სექტორის მხარდაჭერა იყო -  ანალენა ბერბოკმა მადლობა გადაგვიხადა ბრძოლისთვის, რომ 12 რეკომენდაცია შესრულდეს

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორის, ეკა გიგაურის განცხადებით, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ანალენა ბერბოკთან შეხვედრისას ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების მთავარი გზავნილი იყო ის, რომ საქართველოში საზოგადოებას ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი უნდა და ამას იმსახურებს.

როგორც ეკა გიგაურმა შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ის, რომ მინისტრი პირველ რიგში არასამთავრობო ორგანიზაციებს შეხვდა, ეს სამოქალაქო სექტორისთვის გამოცხადებული მხარდაჭერა იყო.

მისივე თქმით, ანალენა ბერბოკმა არასამთავრობოებს 12 რეკომენდაციის შესრულების გზაზე ბრძოლისთვის მადლობა გადაუხადა.

„ჩვენ ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებზე ვისაუბრეთ, იმაზე, თუ რა ხდება ჩვენს ქვეყანაში. განვიხილეთ რუსული კანონი და პროცესები, რომლებიც ამ კანონის ინიცირებამდე და ინიცირების შემდეგ იყო. ჩვენი მთავარი გზავნილი იყო, რომ საქართველოში საზოგადოებას ევროკავშირისგან სტატუსი უნდა და ჩვენ ამ სტატუსს ვიმსახურებთ. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ ამ სტატუსის მისაღებად, მაგრამ დასავლელი პარტნიორების დახმარება გვჭირდება. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრს ვთხოვეთ, რომ ამ გზაზე ჩვენს ხალხს მხარდაჭერა გამოუცხადოს. ევროპული მომავლისთვის ხელისუფლება არაფერს აკეთებს, ისინი მხოლოდ საქმეს აფუჭებენ.

ის, რომ მინისტრი პირველ რიგში არასამთავრობოებს შეხვდა, ეს სამოქალაქო სექტორის მხარდაჭერა იყო. მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია ესწრებოდა შეხვედრას, ეს არ ნიშნავს იმას, რომ მხოლოდ ჩვენ გვიჭერს მხარს. ყველას მადლობა გადაგვიხადა იმ ბრძოლისთვის, რომელსაც ვეწევით, იმისთვის, რომ ევროკავშირის 12 რეკომენდაცია შესრულდეს. ერთი მხრივ, ვსაუბრობდით იმ გამოწვევებზე, რომლებიც არის, მაგრამ მეორე მხრივ, ვამბობდით, რომ მიუხედავად ყველაფრისა, ქართველი ხალხი სტატუსს იმსახურებს”, - განაცხადა ეკა გიგაურმა.

გარდა ამისა, როგორც მან აღნიშნა, შეხვედრაზე ნიკა გვარამიას პატიმრობის საკითხიც განიხილეს. მისივე თქმით, ის, რომ საქართველოში მედიაგარემო არასახარბიელოა, ეს ევროპისთვის გასაგებია.

„ჩვენი დასავლელი პარტნიორები ეძებენ გზებს იმისთვის, რომ საქართველომ სტატუსი მიიღოს. ისინიც თვლიან, რომ საქართველო ევროპის ნაწილია, უბრალოდ მას გარკვეული ნაბიჯები აქვს გადასადგმელი. ბოლო დემონსტრაციების დროს, ყველამ ვიხილეთ, რომ საზოგადოების ყველა ჯგუფი გაერთიანდა. საქართველოს მოქალაქეები ასე მკაფიოდ რომ არ გამოვხატავდეთ ჩვენს პროევროპულ პოზიციას, ევროპისგან ასეთი მხარდაჭერა არ გვექნებოდა.

ყველა მცდელობა 12 რეკომენდაციის არშესრულების, მათ შორის, ამ კანონის ინიცირება, ევროპული მომავლისთვის საფრთხეა. ხელისუფლებაზე მსგავსი შთაბეჭდილების შექმნა საერთო პროცესისთვის, რა თქმა უნდა, ცუდია.

ვისაუბრეთ მედიაგარემოზე და ნიკა გვარამიას პატიმრობაზეც. თავად პოზიციებს არ გამოთქვამენ, თუმცა ის, რომ საქართველოში მედიაგარემო არასახარბიელოა, ეს მათთვის გასაგებია“, - განაცხადა ეკა გიგაურმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი სტუმრობს.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - რუსეთიდან სომხეთში 20 მაისის შემდეგ ყოველ დღე ორმაგი მოქალაქეობის მქონე მოქალაქეები 30-36 თვითმფრინავით ჩადიან, სავარაუდოდ, რუსეთიდან სომხეთში არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად 100 000 მოქალაქეა ჩასული
ქართული პრესის მიმოხილვა 04.06.2026
კავკასიის მედიცინის ცენტრის განახლებული სამკურნალო-დიაგნოსტიკური ჰაბი - სივრცე, სადაც „მთავარი შენ ხარ“
არგვეთას „სმარტში“ ახალი გასტრონომიული სივრცე - Smart Bakery გაიხსნა
„ბორჯომი“ კიდევ ერთ ინოვაციურ პროდუქტს წარმოგიდგენთ
ტვინის დაავადებების მკურნალობა თურქეთში: რას გთავაზობთ აჯიბადემის კლინიკა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია