ხატია დეკანოიძე - „ნაციონალური მოძრაობიდან“  წასვლის გადაწყვეტილება საბოლოოა და არ შეიცვლება - მთავარი მიზეზია ის, რომ ძველი პარადიგმით პარტიის მმართველობა არის გაუმართლებელი

პარტიის მენეჯმენტთან ჩემი შეუთანხმებლობის ერთ-ერთი მიზეზი იყო ძველი პარადიგმის დაბრუნება „ნაციონალურ მოძრაობაში“, რაც ვფიქრობ, გამართლებული არ არის, - ასე პასუხობს ხატია დეკანოიძე კითხვას იმის თაობაზე, იყო თუ არა შეუთანხმებლობის ერთ-ერთი მიზეზი ვანო მერაბიშვილის ფაქტორი.

მისი თქმით, ახალ რეალობაში, როცა საერთოდ სხვა მოცემულობაა და მრავალი წელია გასული, „ძველი პარადიგმით პარტიის მმართველობა არ იმუშავებს“. დეკანოიძის თქმით, პარტიიდან წასვლის თაობაზე მისი გადაწყვეტილება საბოლოოა და არ შეიცვლება.

„ვფიქრობ, ჩემი მხრიდან ეს არის სწორი გადაწყვეტილება, მტკივნეული, ემოციური, მაგრამ სწორი. მიუხედავად ამისა, არც ერთ ჩემს წუთს არ გავატარებ ისე პარლამენტში და პარლამენტს მიღმაც, რომ არ დავიცვა პოლიტპატიმრები, არ ვიბრძოლო მიხეილ სააკაშვილის ტრანსფერისთვის, მისი გადარჩენისთვის, ნიკა გვარამიას თავისუფლებისთვის და საქართველოს ევროინტეგრაციის მიმართულებით, რაც არის ყველაზე მნიშვნელოვანი - ჩემს ძალისხმევას არ დავიშურებ. რაც შეეხება მიზეზებს, ამაზე ვისაუბრე და მთავარი მიზეზი ეს არის ის, რომ ძველი პარადიგმით პარტიის მმართველობა არის გაუმართლებელი და ვფიქრობ, ახალ რეალობაში, როცა საერთოდ სხვა მოცემულობაა და მრავალი წელი გავიდა, ეს უბრალოდ არ იმუშავებს. მიუხედავად ჩემი გადაწყვეტილებისა, წარმატებას ვუსურვებ პარტიას, ამ ადამიანებს და იქ არიან ადამიანები, ვისთანაც ვმეგობრობ დიდი ხანია, ასევე წარმატებას ვუსურვებ ყველა იმ ადამიანს, რომელიც ოპოზიციურ ფლანგზე იქნება ბიძინა ივანიშვილის საწინააღმდეგოდ. ჩემი გადაწყვეტილება არის საბოლოო, არ შეიცვლება, უახლოეს პერიოდში ეს გაფორმდება ოფიციალურად, მათ შორის, ფრაქციას ვგულისხმობ“ - განაცხადა დეკანოიძემ.

ტომას გრემი - აშშ-ს არ აქვს არავითარი ინტერესი, რომ საქართველო უშუალოდ ჩაერთოს უკრაინის კონფლიქტში და გნებავთ, „მეორე ფრონტი“ გაიხსნას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.06.2023
ირაკლი მელაშვილი - ვინც ამბობს, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრის მიზეზი არა უკრაინის სახელმწიფოს განადგურება და იმპერიის აღდგენა, არამედ ნატო-ს გაფართოებაა, ან წარმოუდგენელი ბრიყვია, ან ნამუსგარეცხილი რუსი პროპაგანდისტი
PSP-სა და Lib.ge აკადემიას შორის მემორანდუმი გაფორმდა
„მაიქლაბის“ იუბილესთან დაკავშირებით „კარფური“ მომხმარებელს განსაკუთრებულ ფასდაკლებებსა და პრიზების მოგების შესაძლებლობას სთავაზობს
„დანკინი“ ქსელის განვითარებას განახლებული დიზაინ კონცეფციით განაგრძობს