თინა ბოკუჩავა პარლამენტის ბოიკოტზე - როცა 12-პუნქტიანი გეგმის შესრულების საკითხი მნიშვნელოვანია, მთავარი ოპოზიციური პარტია, უნდა იყოს პოლიტიკური დისკურსის ნაწილი

როცა 12-პუნქტიანი გეგმის შესრულების საკითხი მნიშვნელოვანია, მთავარი ოპოზიციური პარტია, რა თქმა უნდა, უნდა იყოს პოლიტიკური დისკურსის ნაწილი,- ასე პასუხობს „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი თინათინ ბოკუჩავა კითხვას, უნდა მოხსნას თუ არა პარტიამ ბოიკოტი.

„სანამ დეკრეტულ შვებულებაში გავიდოდი, ვფიქრობდი და ახლაც ვფიქრობ, რომ როცა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებული საკითხები და 12-პუნქტიანი გეგმის შესრულება აუცილებლობას წარმოადგენს, მაშინ მთავარი ოპოზიციური პარტია, რა თქმა უნდა, უნდა იყოს პოლიტიკური დისკურსის ნაწილი,“ - განაცხადა ბოკუჩავამ.

კითხვაზე, ხომ არ განიხილება მისი კანდიდატურა ფრაქციის თავმჯდომარედ, ბოკუჩავა ამბობს, რომ მისთვის დღეს პირველი სამუშაო დღეა და ამ საკითხზე საუბარი არ ჰქონია.

ბოკუჩავამ შიდაპარტიული არჩევნების პროცესში დაფიქსირებულ დაპირისპირებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს მისთვის მიუღებელია და ერთიანობაა აუცილებელი.

„გულწრფელად გეტყვით და იმედია ამით არავის გავანაწყენებ, დიდი გულისწყრომით ვუყურებდი ნებისმიერ დაპირისპირებას, განსაკუთრებით, როცა ის გარკვეულ ჩარჩოებს სცდებოდა. ეს დაუშვებელია. ჩვენს ქვეყანას ჰყავს ერთი მტერი, იგივე მტერი, რომელიც ჰყავს უკრაინას და ყველა არამხოლოდ პარტიის შიგნით, არამედ სამოქალაქო სექტორში, მედიაში, მოქალაქეები, ყველა უნდა გავერთიანდეთ, დაპირისპირების დრო ნამდვილად არ არის,“ - განაცხადა ბოკუჩავამ.

ლევან ალაფიშვილი - თუკი სასამართლოს არ აქვს საკმარისი ნდობა, მართლმსაჯულების საკონტროლებლად საზოგადოებას ერთადერთი ბერკეტი აქვს დარჩენილი - მისი მაქსიმალური ღიაობა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.06.2025
ბრიტანულ-ქართული აკადემიის დამფუძნებელი პარტნიორი გენერალურ პროკურორს ღია წერილით მიმართავს
ტრანსფერ ფრაისინგი - გლობალური სტანდარტი ბიზნესის გამჭვირვალობისთვის
როგორ შევარჩიოთ კონდიციონერი გონივრულად?
შეიძინე და მიიღე საჩუქარი - 28,29,30 ივნისს მოდუსში დაუჯერებელი ფასდაკლებები გელოდება!