ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა, საჯარო სამსახურში 50-წლიანი მოღვაწეობისთვის მერიის ყოფილი თანამშრომელი დააჯილდოვა

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით შერაზადიშვილმა საჯარო სამსახურში 50-წლიანი მოღვაწეობისთვის ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის ყოფილი თანამშრომელი, ლეილა სილაგაძე დააჯილდოვა.

ამის შესახებ ინფორმაციას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის, მოქალაქეთა მომსახურებისა და საქმისწარმოების განყოფილების ყოფილმა თანამშრომელმა, ლეილა სილაგაძემ, საჯარო სექტორში 50-წლიანი მოღვაწეობა დაასრულა.

„ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა, საჯარო სამსახურში ნაყოფიერი მოღვაწეობისთვის ლეილა სილაგაძეს მადლობა გადაუხადა და სამახსოვრო ჯილდო გადასცა.

ლეილა სილაგაძეს 50-წლიანი მოღვაწეობისთვის მადლობა ასევე ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ვალენტინა ნავერიანმა, მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა პაპუნა მუშკუდიანმა და მოქალაქეთა მომსახურებისა და საქმისწარმოების განყოფილების უფროსმა სალომე ჭყონიძემაც გადაუხადეს.

ლეილა სილაგაძე ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიაში, წლების განმავლობაში, მოქალაქეთა მომსახურებისა და საქმისწარმოების განყოფილების უფროსად, ასევე სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობდა“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

,,ქალბატონმა ლეილა სილაგაძემ საჯარო სექტორში 50-წლიანი მოღვაწეობა დაასრულა. დღეს მას, როგორც ღვაწლმოსილ საჯარო მოხელეს სამახსოვრო ჯილდო გადავეცი და მერიაში მუშაობის პერიოდში გამოჩენილი მაღალი პროფესიონალიზმისთვის დიდი მადლობა გადავუხადე. ქალბატონმა ლეილამ მერიის მოქალაქეთა მომსახურებისა და საქმისწარმოების განყოფილების განვითარებასა და წარმატებაში დიდი წვლილი შეიტანა და არაერთი საჯარო მოხელისთვის მისაბაძ მაგალითად იქცა, ამ დიდი ღვაწლისთვის მას კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდი“,- განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით შერაზადიშვილმა.

ავთანდილ წულაძე - თუ კამალა ჰარისი გახდა პრეზიდენტი, იგი როგორც აშშ-ს გლობალური ლიდერობის მომხრე, ჩვენს რეგიონში უფრო მკაცრ პოლიტიკას გაატარებს
კახა გოგოლაშვილი - ძალიან სამწუხაროა, რომ საქართველოში დადგა დრო, როდესაც შესაძლებელია აშკარა ტყუილებით პოლიტიკის კეთება
ქართული პრესის მიმოხილვა 12.09.2024
კახა ოქრიაშვილი - ბატონი ივანიშვილი 2012 წლიდან მთელ ერს გვატყუებს და რა გასაკვირია, პეტრიაშვილი და ტალახაძეც მოტყუებით ჩაება სიაში?!
.ge დომენი - 3 წელი 60 ლარად
საქართველოს უნივერსიტეტს ლაბორატორიული მედიცინის სარეზიდენტო პროგრამისთვის აკრედიტაცია მიენიჭა