თელავში, 17 ბენეფიციარს შშმ პირების გადაადგილებისათვის განკუთვნილი ეტლები გადაეცა

თელავის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ 17 ბენეფიციარს შშმ პირების გადაადგილებისათვის განკუთვნილი ეტლები გადაეცათ. თელავის მერიის ინფორმაციით, ეტლების გადაცემის პროცესს თელავის მუნიციპალიტეტის მერი ლევან ანდრიაშვილი მოადგილესთან, ფიქრია ყუშიტაშვილთან ერთად დაესწრო. მერიის ცნობით, ახალი და თანამედროვე ეტლები ბენეფიციარებს უსასყიდლო სარგებლობის უფლებითა და განუსაზღვრელი ვადით გადაეცათ. „საქველმოქმედო აქცია თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივით, ამერიკულმა ჰუმანიტარულმა ორგანიზაციამ LDS Charities და საერთაშორისო ასოციაციამ „საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის“ განახორციელეს. თელავის მუნიციპალიტეტის მერია აღნიშნულ ორგანიზაციებთან 2014 წლიდან თანამშრომლობს და ჯამში, ბენეფიციარებზე 122 ეტლია გაცემული”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„ხალიკ ბანკის“ მხარდაჭერით, ფოთის მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში