ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი წიგნისა და უმაღლესი განათლების საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობს

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი „ბათუმის წიგნისა და უმაღლესი განათლების პირველ საერთაშორისო გამოფენაში“ მონაწილეობს.

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინფორმაციით, გამოფენის გახსნის ღონისძიებაზე ბსუ-ის რექტორი, მერაბ ხალვაში მონაწილეებს მიესალმა და ყურადღება განათლების ფორუმის ჩატარების მნიშვნელობაზე გაამახვილა.

„გამოფენაზე დამთვალიერებლები გაეცნენ ბსუ-ს პროფესორ-მასწავლებელთა და მკვლევართა ავტორობით გამოცემულ მონოგრაფიებსა და სახელმძღვანელოებს. ასევე შედგა ბსუ-ს პრეზენტაცია, სადაც წარმოდგენილი იყო საგანმანათლებლო და გაცვლითი პროგრამები, სერვისები და სამეცნიერო პროექტები.

გამოფენის მიზანია წიგნის კითხვის პოპულარიზაცია, საგამომცემლო სექტორის განვითარების ხელშეწყობა და თანამედროვე ტექნოლოგიების გაცნობა. ასევე, დაინტერესებულ პირებს საშუალება აქვთ, მიიღონ სრული ინფორმაცია სასწავლო პროგრამების, სტიპენდიების, გრანტებისა და სტაჟირების შესახებ.

„ბათუმის წიგნისა და უმაღლესი განათლების პირველ საერთაშორისო გამოფენა“ – „BATUMI BOOK & HIGHER EDUCATİON FAIR 2023“-ში მონაწილეობს 40-მდე ადგილობრივი და საერთაშორისო დაწესებულება, კერძოდ: უმაღლესი სასწავლებლები, კულტურულ-საგანმანათლებლო ორგანიზაციები და ფონდები, წიგნის სადისტრიბუციო კომპანიები, გამომცემლობები, სტამბები, წიგნის მაღაზიები, ჟურნალ-გაზეთები, ქართული კულტურის ცენტრები, უცხო ენის ცენტრები.

გამოფენა ბათუმის სპორტის სასახლეში კომპანია Expo Batumi–ის ორგანიზებით იმართება და 26 მარტს დასრულდება“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

აშოტ სმბატიანი - სომხეთ-ევროკავშირის ურთიერთობები არასდროს ყოფილა ისეთი ყოვლისმომცველი და მჭიდრო, როგორც დღეს არის
გიორგი კაჭარავა -  თუ ტრამპს არ გააჩნია მოლოდინები, მაშინ არც არავის უნდა ჰქონდეს ილუზია, რომ რაღაც ვადის ამოწურვის შემდეგ, უეცრად რუსეთის მხრიდან რაიმე ქმედითი ძალისხმევა გამოჩნდება, რაც ომის დასრულებისკენ გზას გაკვალავს
ქართული პრესის მიმოხილვა 31.07.2025
მაგთის მობილურმა ქსელმა ინტერნეტის სიჩქარით მსოფლიოს ტოპ ათეულში მე-6 ადგილი დაიკავა
დუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტების გამოწვევების შესახებ პანელური დისკუსია გაიმართა
„ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ Ichiban 2025 ჯილდოს მფლობელია