აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ საერთაშორისო მედია ჯგუფ - Kaori Media-ს, ტურიზმის, ეკონომიკის, ლოჯისტიკის, ტექნოლოგიებისა და მშენებლობის თემებთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდა.
ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათივე ცნობით, თორნიკე რიჟვაძისგან მედია ჯგუფმა აჭარაში მიმდინარე მსხვილ საინვესტიციო-ტურისტულ პროექტებზე, ეკონომიკური ზრდის ტენდენციებსა და აჭარის მრავალფეროვან ტურისტულ გარემოზე დეტალური ინფორმაცია მიიღო.
თორნიკე რიჟვაძე საერთაშორისო მედია ჯგუფთან შეხვედრას სოციალურ გვერდზე აჯამებს.
„აჭარაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 37%-ით გაიზარდა და 2022 წელს 116,5 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. ბიზნესბრუნვა გაიზარდა 20%-ით, გამოშვება 16%-ით, ხოლო დასაქმება 8%-ით. აჭარის ბიუჯეტი ბოლო 4 წლის განმავლობაში გაორმაგდა. 2022 წელს აჭარას 3.5 მილიონი ვიზიტორი სტუმრობდა - მიზანია ვიზიტორთა რაოდენობის 6 მილიონამდე 2025 წლისთვის. საინვესტიციო პორტფელმა 4 მილიარდი დოლარი შეადგინა ბათუმი აღმოსავლეთისა და დასავლეთის დამაკავშირებელი ერთ-ერთი მთავარი სატრანსპორტო დერეფანია. ჩვენი გუნდი მუშაობს, რათა ბათუმი გახდეს ტექნოლოგიური ჰაბი, ლოჯისტიკისა და ვაჭრობის გლობალური ცენტრი. მიმდინარეობს მუშაობა აეროპორტის გამტარუნარიანობის ზრდისა და განვითარების ახალ გეგმაზე“, - აცხადებს თორნიკე რიჟვაძე.
ვრცელი ინტერვიუ თორნიკე რიჟვაძესთან და ინფორმაცია აჭარაში მიმდინარე საინვესტიციო-ტურისტული პროექტებისა და გეგმების შესახებ, არაბთა გაერთიანებული საამიროების ერთ-ერთ ყველაზე მაღალტირაჟიან ინგლისურენოვან გამოცემა - Khaleej Times-ში გამოქვეყნდება.