წალენჯიხაში სამ დევნილ ოჯახს მამუკა ხაზარაძე საცხოვრებელ სახლებს გადასცემს

„ლელოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე, წალენჯიხაში, სამ დევნილ ოჯახს საცხოვრებელ სახლებს გადასცემს.

„ლელოს“ ინფორმაციით, სახლები მამუკა ხაზარაძემ წალენჯიხის განვითარების ფონდთან ერთად შეისყიდა.

„ოჯახებს, რომელთაც მამუკა ხაზარაძე საკუთარ სახლებს საჩუქრად გადასცემს აქამდე წალენჯიხაში ყოფილი კოლმეურნეობის შენობაში ცხოვრობდნენ,. სახლები მამუკა ხაზარაძემ წალენჯიხის განვითარების ფონდთან ერთად შეისყიდა. აღნიშნულ შენობაში კი ოთარ ეგაძის ხელმძღვანელობით თეატრი და მანანა დოიჯაშვილის სახელობის მუსიკალური ცენტრი მოეწყობა, ასევე იქნება IT სკოლა და სხვა საგანმანათლებლო თუ შემეცნებითი კურსები.

აფხაზეთიდან დევნილი 3 ოჯახი 30 წელზე მეტია ცხოვრობდნენ რთულ სოციალურ პირობებში, ერთ-ერთი ბენეფიციარი ეტლით მოსარგებლე პირია. სამიდან ერთმა ოჯახმა ბინა წალენჯიხაშივე იყიდა, ორმა კი ზუგდიდში გადასვლა არჩია. სამივე ოჯახმა საცხოვრებელი ადგილები და თავადვე შეარჩიეს.

პროექტის ფარგლებში, რომელიც ძველი კოლმეურნეობის შენობის რეაბილიტაციას და საგანმანათლებლო-შემეცნებითი სივრცის მოწყობას ითვალისწინებს წალენჯიხელებისთვის ორი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა”, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი ანთაძე - „ქართული ოცნების“ პოზიციები ჯერ კიდევ ძლიერია იმისთვის, რომ მის ტოტალურ მარცხზე ვისაუბროთ
ვაჟა ბერიძე - ახლა საქართველოს გამჭრიახი პოლიტიკური ლიდერი სჭირდება, რომელიც დასავლეთისა და რუსეთის წინააღმდეგობებს საჩვენოდ გამოიყენებს - შეძლებს ასეთი ლიდერის როლის შესრულებას ივანიშვილი? - ვნახოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 12.09.2024
წინანდლის ფესტივალის მეექვსე სეზონი დასრულდა
„ვისოლ ჯგუფმა“ „საბვეისთან“ ფრენჩაიზის ექსკლუზიური შეთანხმების პირველივე წლის ბოლოს მე-17 რესტორანი გახსნა
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ძლევიჯვარში ქართულ ჭიდაობაში შოთა ხაბარელის და ნიკოლოზ შერაზადიშვილის სახელობის ტურნირი გაიმართა
გიორგი გახელაძემ მოტოთი ზღვაზე 33 -კმ გაიარა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა
Mastercard-მა, მაღალმთიან აჭარაში, მეწარმე ქალებს უმასპინძლა და მათ ელკომერციის შესაძლებლობები გააცნო
ბოხუას ცენტრში რეგიონში პირველი წარმატებული გულის გადანერგვის ალტერნატიული ჩარევა, გულის პარკუჭოვანი სისტემის იმპლანტაცია ჩატარდა
პანკავკასიური ორკესტრი - წინანდლის ფესტივალის სავიზიტო ბარათი