ბათუმის შოთა რუსთველის სახელმწიფო უნივერსიტეტს თურქეთის უნივერსიტეტების დელეგაცია ეწვია.
უნივერსიტეტის ინფორმაციით, რეჯეფ თაიფ ერდოღანის უნივერსიტეტის რექტორმა იუსუფ ილმაზმა და არტაანის უნივერსიტეტის რექტორმა მეჰმეთ ბიბერმა ბსუ-ს რექტორთან მერაბ ხალვაშთან და პროფესორ-მასწავლებლებთან გამართულ შეხვედრაზე უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებასა და სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს.
„არტაანის უნივერსიტეტის ინიციატივით თურქეთში დაარსდება საქართველოს კვლევის ცენტრი და 2023 წლის ოქტომბერში ჩატარდება ერთობლივი სამეცნიერო კონფერენცია თემაზე: „გასტრონომიული ტურიზმი“. ასევე დაიგეგმა გაცვლითი პროგრამებისა და სამეცნიერო-საგანმანათლებლო პროექტების განხორციელება.
ვიზიტის ფარგლებში, ბათუმის შოთა რუსთველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა მერაბ ხალვაშმა და რეჯეფ თაიფ ერდოღანის უნივერსიტეტის რექტორმა იუსუფ ილმაზმა თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი”, - ნათქვამია ინფორმაციაში.