რუსთავში, ახალ შიდასაუბნო სივრცეში გამწვანების აქცია გაიმართა

რუსთავში, მწვანე ქალაქის კონცეფციის ფარგლებში, გამწვანების აქცია კიდევ ერთ ახალ შიდასაუბნო სივრცეში გაიმართა.

რუსთავის მერიაში აცხადებენ, რომ ახალ დასასვენებელ და რეკრეაციულ სივრცეში, რომელიც ჭყონდიდელის დასახლებაში ჩეხოვის ქუჩაზე მოეწყო, რუსთავის მერიამ მოსახლეობასთან და ახალგაზრდებთან ერთად, სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარე დარგო.

ეკოაქციაში მონაწილეობა, რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ და საქართველოს პარლამენტში რუსთავის მაჟორიტარმა დეპუტატმა ირაკლი შატაკიშვილმა, ქალაქის საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების“ წევრებთან, ,,რუსთავსერვის ცენტრის" თანამშრომლებთან, ახალგაზრდებთან და მოსახლეობასთან ერთად მიიღეს.

,,რუსთავში ვაგრძელებთ გამწვანების სამუშაოებს. ტერიტორია, სადაც ახლა ვიმყოფებით, მოსახლეობასთან ერთად შეირჩა და სწორედ მათთან ერთად დავგეგმეთ თუ რა პროექტი უნდა განხორციელებულიყო. შედეგად მივიღეთ ძალიან კარგი ახალი საზოგადოებრივი სივრცე, სადაც დღეს მოსახლეობასთან და ახალგაზრდებთან ერთად, დავრგეთ სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარე. ჩვენ გამწვანების სამუშაოებს, წლის განმავლობაში ქალაქში აუცილებლად გავაგრძელებთ“, - განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.

პროექტის ფარგლებში ჩეხოვის ქუჩაზე 1 570 კვადრატულ მეტრ ფართობზე, მოეწყო მწვანე კუნძულები, გარე განათების სისტემა, საფეხმავლო ბილიკები, საბავშვო ატრაქციონები, სპორტული და დასასვენებელი სივრცეები. ახალი რეკრეაცია, ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის.

07.07.2025 / 08:38

გიორგი გობრონიძე - სამხრეთ კავკასიის რეგიონში რუსულ-ირანული ღერძის შესუსტება, შესაძლოა, გახდეს აზერბაიჯანულ-თურქული ღერძის გაძლიერების კატალიზატორი
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
ზურაბ ჩხაიძე განცხადებას ავრცელებს