რუსთავში ღია საგამოფენო სივრცეში ,,Art ბაზარი“ მოეწყო

რუსთავის მერიის ახალგაზრდული დეპარტამენტის ორგანიზებით, ცურტაველის მოედანზე ახალ ღია საგამოფენო სივრცეში ,,Art ბაზარი“ მოეწყო. ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს.

ღონისძიებას რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე შვილებთან ერთად დაესწრო.

,,დღევანდელი ,,Art ბაზარი“, რომელიც ძალიან კარგ, ახალ რეაბილიტირებულ სივრცეში მოეწყო, იყო ახალგაზრდების მოთხოვნა. მათი სურვილი იყო, რომ მცირე მეწარმეებს უფრო მეტად შევუწყოთ ხელი და ასევე შეგვექმნა სივრცე, სადაც ახალგაზრდები შაბათ-კვირას განიტვირთებოდნენ კარგი მუსიკის ფონზე და დღეს მათ ეს შესაძლებლობა მიეცათ“, - განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.

ღონისძიების ფარგლებში, ქუჩის ბაზრობაზე ახალგაზრდა მცირე მეწარმეებისა და სახელოსნოების მონაწილეობით, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა, ასევე ჯგუფების Strange Brew, Early break და ,,პაპანუსის“ მონაწილეობით, ცოცხალი მუსიკის კონცერტი გაიმართა.

,,რუსთავის მერიის ახალგაზრდული დეპარტამენტის ორგანიზებით, ღია საგამოფენო სივრცეში მოეწყო ,, Art ბაზარი“, ასევე ახალგაზრდა რუსთაველი ჯგუფების მონაწილეობით გაიმართა ცოცხალი მუსიკის საღამო. მსგავსი ტიპის ღონისძიებები რეგულარულ სახეს მიიღებს, გაზაფხულის ყოველ შაბათ-კვირას ახალგაზრდებს სასიამოვნო გარემოში გართობისა და დასვენების, ახალგაზრდა მცირე მეწარმეებს კი საკუთარი ნამუშევრების წარდგენის შესაძლებლობა ექნებათ“, - განაცხადა რუსთავის მერიის ახალგაზრდული დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ანელი ჩხარტიშვილმა.

მისივე თქმით, ღონისძიების მიზანია, ახალგაზრდა დამწყები რუსთაველი მუსიკოსებისა და ადგილობრივი მეწარმეების პოპულარიზაცია და ხელშეწყობა.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტმა თამარ აბესაძემ ევროპარლამენტში გამართულ ახალგაზრდულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
„სილქნეტმა“ მობილურ პაკეტებზე ექსკლუზიური შეთავაზებები დაიწყო