23 მარტს 17:00 საათზე, სტარტი აიღო „ეფეს საქართველოს“ და Impact Hub Tbilisi-ის პრე-აქსელერაციის პროგრამამ, რომელიც მიზნად ისახავს მდგრადი მეწარმეობის პოპულარიზაციას და ამ მიმართულების სტარტაპების/კომპანიების/ინდივიდების გაძლიერებას.
შესარჩევ ტურში მონაწილეობა 60-მდე სტარტაპმა მიიღო, განაცხადებისა და გასაუბრებების საფუძველზე 9 გუნდი შეირჩა, რომელთა ფოკუსიც იყო ცირკულარული ეკონომიკა, მწვანე მეწარმეობა, მდგრადი განვითარება, სოციალური გავლენა, გარემოს დაცვა, ენერგოეფექტურობა და ა.შ. ისინი მომდევნო 12 კვირის განმავლობაში საკუთარი სტარტაპის/კომპანიის განვითარებაზე იმუშავებენ.
შერჩეული მონაწილეები არიან:
„საქართველოს ინოვაციური ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობა, ცირკულარული ეკონომიკის მხარდაჭერა და შესაბამისად, მისი პოპულარიზაცია, ეს არის „ეფეს საქართველოს“ სამეწარმეო პროგრამის ძირითადი მიზნები. შესარჩევ ტურში მონაწილეობა 60-მდე სტარტაპმა მიიღო, გასაუბრების საფუძველზე ჩვენ მიერ 9 გუნდი შეირჩა. მათი აქსელერაციის პროცესი 3 აპრილიდან დაიწყება და ისინი საკუთარი სტარტაპების განვითარებაზე იმუშავებენ. ეს იქნება 12 კვირიანი პროექტი - ერთგვარი სწავლება. მასში ჩართულები იქნებიან დარგის სპეციალისტები. სტარტაპებს მოვამზადებთ იმისთვის, რომ შემდეგი ეტაპისთვის - დაფინანსებისთვის მზად იყვნენ. გასათვალისწინებელია ის, რომ ინოვაციური ეკოსისტემის განვითარება არა მხოლოდ ხელისუფლების, არამედ ბიზნესის საქმეც არის. მასში ჩართულობა კი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია „ეფეს საქართველოსთვის“, - აღნიშნავს „ეფეს საქართველოს“ კორპორაციულ საქმეთა დირექტორი, ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი.
გასათვალისწინებელია, რომ პრე-აქსელერატორი ჩატარდება ჰიბრიდულ ფორმატში (ონლაინ და ოფლაინ შეხვედრები) და გაგრძელდება 12 კვირას (აპრილი-ივნისი, 2023). მონაწილეები გაიღრმავებენ ცოდნას რამდენიმე მიმართულებით: პროდუქტის განვითარება და ვალიდაცია, მომხმარებლის სეგმენტაცია, ფასეული შეთავაზება, მარკეტინგი, ბრენდინგი, რეკლამა, გაყიდვები, Impact Measurement, MVP - ტექნიკური პროდუქტის შექმნა, ბიზნესმოდელი და ფინანსები, Pitch Deck, დაფინანსების წყაროების მოძიება.
პროგრამის დასრულების შემდეგ სტარტაპებს/კომპანიებს ჩამოყალიბებული ექნებათ: ბიზნესმოდელი, ფინანსური გეგმა, საკომუნიკაციო სტრატეგია, პროდუქტის პროტოტიპი ან მისი შესრულების ტექნიკური გეგმა, Pitch Deck, საინვესტიციო წინადადება დაფინანსების წყაროების მოსაძიებლად. პროგრამის დასასრულს გაიმართება დემო დღე, სადაც მონაწილე გუნდები წარადგენენ 3-თვიანი მუშაობის შედეგებს.
ცნობისათვის, პრე-აქსელერატორის ორგანიზატორები არიან EFES Georgia, Impact Hub Tbilisi, Startup Büro.
„ეფეს საქართველოს” შესახებ
„ეფეს საქართველო“ “ეფესის ლუდსახარშების საერთაშორისო ჯგუფის” (EBI) წარმომადგენლობაა საქართველოში, რომელიც აწარმოებს “ნატახტარის” ლუდსა და ლიმონათს და ასევე სხვადასხვა ადგილობრივ თუ ლიცენზირებულ ლუდს ქართული ბაზრისთვის.
„ეფეს საქართველო” ქართული ლუდის და ლიმონათის ბაზრის ლიდერია. კომპანია საექსპორტო ბაზრებზე წარმოდგენილია 2006 წლიდან. ამჟამად ლუდისა და ლიმონათის ექსპორტი ხდება 23 ქვეყანაში.
„ეფეს საქართველოს“ მეწარმეობის პროგრამა მიზნად ისახავს, დაეხმაროს ქართველ მეწარმეებს ქვეყნის მდგრად განვითარებაში. კომპანია ახორციელებს სხვადასხვა გარემოსდაცვით პროექტს, რომლებიც მოიცავს ჩამდინარე წყლის წმენდას, პლასტმასის გამოყენების შემცირებას, ენერგოეფექტურობას და ა.შ.
(R)