პარლამენტის თავმჯდომარე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ახლადდანიშნულ ხელმძღვანელს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ახლად დანიშნულ ხელმძღვანელს დიმიტრიოს კარაბალისს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, შალვა პაპუაშვილმა დიმიტრიოს კარაბალისს მისიის ხელმძღვანელის პოზიციაზე დანიშვნა მიულოცა და ქართული მხრიდან მჭიდრო თანამშრომლობის მზადყოფნა გამოხატა.

“შეხვედრაზე ხაზი გაესვა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის, როგორც ადგილზე ერთადერთი საერთაშორისო წარმომადგენლობისა და ობიექტური ინფორმაციის წყაროს მნიშვნელობას. აღინიშნა აგრეთვე ის ფაქტი, რომ რუსეთის წინააღმდეგობის გამო, მისიას არ ეძლევა საკუთარი მანდატის სრულად განხორციელების და ოკუპირებულ რეგიონებში წვდომის შესაძლებლობა.

დიმიტრიოს კარაბალისმა პარლამენტის თავმჯდომარეს მადლობა გადაუხადა მისიის მხარდაჭერისთვის და აღნიშნა, რომ 2022 წლის დეკემბერში მანდატის ორი წლით გახანგრძლივებით, ევროკავშირი კვლავ აგრძელებს რეგიონულ სტაბილურობაში წვლილის შეტანას.

ამასთან, მხარეებმა მიმოიხილეს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საქმიანობა და რეგიონში მიმდინარე მოვლენები”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს