ბათუმის პირველი საჯარო სკოლის რამდენიმე მოსწავლე, პედაგოგი და მანდატური კლინიკაში არიან გადაყვანილი.
როგორც ბათუმის რესურსცენტრში ჟურნალისტებთან საუბრისას აცხადებენ, მათ ინტოქსიკაციის ნიშნები აღენიშნებოდათ. არსებული ინფორმაციით, კლასში ერთ-ერთმა მოსწავლემ „სპრეი“ გაუშვა.
„შემთხვევა მე-11 კლასში მოხდა, საკლასო ოთახში ერთ-ერთმა ბავშვმა „სპრეი“ გაუშვა, რის გამოც რამდენიმე მოსწავლე, მასწავლებელი და მანდატური კლინიკაში პრევენციის მიზნით გადაიყვანეს“, - განაცხადა ბათუმის რესურსცენტრის დირექტორმა გოჩა დავითაძემ.
მისივე თქმით, მოსწავლეების ყოველდღიური შემოწმება არ ხდება, ჩხრეკა იმ შემთხვევაში ტარდება, თუ რაიმე ეჭვი არის.