NCURA-ს „სამხრეთ კავკასიის და უკრაინის ინიციატივა“ BTU-ში განხორციელდება

აშშ-ის საუნივერსიტეტო კვლევის ადმინისტრატორთა ეროვნული საბჭოს (NCURA) „სამხრეთ კავკასიის და უკრაინის ინიციატივა“, რომელიც გულისხმობს რეგიონში კვლევითი ინფრასტრუქტურის განვითარებას და სამეცნიერო კვლევითი პოტენციალის გაძლიერებას, საქართველოში ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში განხორციელდება.

აშშ-ის საუნივერსიტეტო კვლევის ადმინისტრატორთა ეროვნული საბჭო (NCURA) 1959 წელს დაარსდა და აერთიანებს 7500 წევრს 40 ქვეყნის 1100-ზე მეტი საგანმანათლებლო ორგანიზაციიდან. ის გახლავთ არასამთავრობო პროფესიული საზოგადოება, რომელიც მიზნად ისახავს კვლევის ადმინისტრატორთა პროფესიის განვითარებას განათლებისა და პროფესიული განვითარების პროგრამების მეშვეობით, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებით, მრავალფეროვანი, კოლეგიური გლობალური საზოგადოების განვითარების გზით. საბჭო აქტიურად არის ჩართული კვლევის ადმინისტრატორებს შორის კომუნიკაციისა და თანამშრომლობის განვითარებაში, როგორც აშშ-ში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.

„სამხრეთ კავკასიის და უკრაინის ინიციატივა“ BTU-სა და აშშ-ის საუნივერსიტეტო კვლევის ადმინისტრატორთა ეროვნულ საბჭოს (NCURA) შორის გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში განხორციელდება. თანამშრომლობა მიზნად ისახავს, გააძლიეროს პარტნიორობა საქართველოსა და აშშ-ის ინსტიტუციებს შორის და გაზარდოს კვლევის ადმინისტრირების უნარები სამხრეთ კავკასიის რეგიონში.

სწორედ აღნიშნული მემორანდუმის ფარგლებში მომზადდება „NCURA სამხრეთ კავკასიის და უკრაინის ინიციატივა“ - კვლევის ადმინისტრირების მიმართულებით, NCURA-ს ხელმძღვანელობითა და გამოცდილების გაზიარების გზით. დაიგეგმება და განხორციელდება ყოველთვიური საგანმანათლებლო და საინფორმაციო ღონისძიებები, ცოდნის გაზიარების და გაცვლის სესიები არა მხოლოდ საქართველოს, არამედ - სამხრეთ კავკასიის რეგიონის მასშტაბით, გაზიარდება საუკეთესო გამოცდილება და პრაქტიკები, რესურსები და განახლებული ინფორმაცია, ხელი შეეწყობა რეგიონის ინსტიტუციების საერთაშორისო თანამშრომლობას კვლევისა და მეწარმეობის მიმართულებით.

NCURA-ს აღმასრულებელი დირექტორი ქეთლინ ლარმეტი: ,,კვლევის ადმინისტრატორთა საზოგადოების გაფართოება გააძლიერებს გლობალურ სამეცნიერო თანამშროლობას და ხელს შეუწყობს მეცნიერთა შორის ცოდნის გაზიარებას. ეს ინიციატივა გაზრდის იმ პირთა წრეს, რომელთაც შეეძლებათ კვლევის სხვადასხვა დამფინანსებლის (სპონსორის) მოთხოვნათა ინტერპრეტაცია და თავიანთი ინსტიტუციების და ქვეყნების დახმარება კვლევის საერთაშორისო თანამშრომლობისკენ მიმავალ გზაზე“.

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორი ნინო ენუქიძე: „აღნიშნული თანამშრომლობა მნიშვნელოვანია რეგიონისთვის, როგორც აკადემიური საზოგადოებისთვის, ისე მეწარმეებისთვის. სხვა ამოცანებთან ერთად, ეს ინიციატივა დაეხმარება სტუდენტებს, ახალგაზრდა მეცნიერებს და რეგიონის აკადემიურ საზოგადოებას, რომ გაიძლიერონ კვლევისა და კომერციალიზაციის უნარები.“

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მხარს უჭერს საქართველოში აშშ-ის საელჩოს ინიციატივა ,,უნივერსიტეტების შესაძლებლობების განვითარების პროგრამა“ (UCBP). პროგრამის მიზანი საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სამეწარმეო კულტურის განვითარება, ტექნოლოგიების კომერციალიზაციის პროცესის ხელშეწყობა, კვლევის შედეგების ინდუსტრიასთან დაკავშირება და უნივერსიტეტების, ბიზნესისა და სამთავრობო სტრუქტურების თანამშრომლობის გაძლიერებაა.

(R)

ვახტანგ ხმალაძე - რუსეთის მიერ საქართველოში ჩადენილ დანაშაულებს  ვერც ივანიშვილი და ვერც ვინმე სხვა ვერ ჩამორეცხავს
ემილ ავდალიანი - საქართველოს გეოპოლიტიკური დილემა ზუსტად ამაშია, როგორ უნდა ააგოს ურთიერთობები ისე, რომ ერთდროულად საჭირო იყოს ყველა დიდი მოთამაშისთვის და თან თავიდან აიცილოს რომელიმესთან ურთიერთობების გაფუჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 16.09.2024
ახალი Lenovo Yoga Slim 7x ხელოვნური ინტელექტით
სილქნეტის სპეციალური პაკეტები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის
კახა ოქრიაშვილი - რუსეთ-საქართველოს ომში ივანიშვილმა რუსეთის მხარე დაიჭირა!
,,ბიოგრაფი ლივინგის” მეორე საცხოვრებელი პროექტის ,,მატიანის“ მშენებლობის პროცესი ახალ ეტაპზე გადავიდა