ქართული ღვინის ახალი სიტყვა თანამედროვე ორგანულ ბაზარზე

ევროკავშირის, შვედეთის და ავსტრიის მხარდაჭერით, საქართველოს მაღალმთიანი რეგიონის მეღვინეებმა გაზარდეს წარმოება და საერთაშორისო ორგანულ ბაზარზე დამკვიდრებისთვის ემზადებიან .

„ღვინის ქვეყანა“ - ასე მოიხსენიებენ მსოფლიოში საქართველოს და სრულიად სამართლიანადაც, რადგან აქ ღვინის კულტურა 8000 წლიან ტრადიციას ითვლის. ტრადიცია გრძელდება და საქართველოც მეტნაკლებად ცდილობს არ ჩამორჩეს თანამედროვე ბაზრის მოთხოვნებს, რომელიც სულ უფრო ორიენტირებული ხდება ორგანულ წარმოებაზე.

უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოში ორგანული, იგივე ბიო პროდუქტების წარმოებისთვის, ხელსაყრელი გარემოა. ამის დასტურია, ქართველი მეღვინეების მიერ წარმოებული და უკვე ბიო სერტიფიცირებული პროდუქცია, რომელიც დასავლურ ბაზარზე ნელი ტემპებით, მაგრამ მყარად იკიდებს ფეხს.

ევროკავშირის, შვედეთის და ავსტრიის მხარდაჭერით, პროექტ GRETA-ს ფარგლებში, საქართველოს მაღალმთიანი რეგიონის მეღვინეებმა თავიანთი საქმიანობა განვითარების შემდგომ ეტაპზე გადაიყვანეს.

საკუთარ ისტორიას გვიამბობს შორენა პატარიძე - მეღვინე ქალი რაჭიდან, რომელმაც დონორების დახმარებით, აღადგინა ღვინის მოვლის წინაპრების ტრადიცია და შეძლო ვენახის გაცოცხლება.

„2020 წელს გავიგე რომ არსებობს ევროკავშირის, შევედეთისა და ავსტრიის პროექტ GRETA-ს შესახებ, რომელიც აფინანსებდა ბიოლოგიურად სუფთა ღვინის წარმოებას. ჩემი ღვინო სწორედაც რომ ასეთი იყო... ვენახში არ შეგვაქვს არც პესტიციდები და არც შხამები, გავხდი მათი ბენეფიციარი, მივიღე აბსოლუტურად ყველა ტიპის დახმარება რაზეც კი ვოცნებობდი“, - ამბობს შორენა.

ევროკავშირის, შვედეთის და ავსტრიის ერთობლივი დახმარებით, შორენამ ვენახის მოვლისთვის საჭირო ტექნიკა და მარნის აღჭურვილობა შეიძინა, რომელიც მოცემულ დროს მისი ბიზნესის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. კიდევ უფრო მნიშვენელოვანი იყო დონორების დახმარებით ღვინის ბიო სერტიფიცირების პროცესი, რადგან, საერთაშორისო ბაზარზე, ბიო სერტიფიცირებულ პროდუქციას სანდრო სტატუსი აქვს და ფაქტიურად ეს არის სავიზიტო ბარათი ორგანული ღვინის პროდუქტების საერთაშორისო ბაზარზე რეალიზაციისთვის.

კიდევ ერთი საინტერესო ისტორია ეკუთვნის ლეჩხუმში ღვინის მცირე წარმოებას - “ხომლის მარანს”. ის ერთადერთი ქართული კომპანიაა, რომელიც ქვევრში, ბიოსერტიფიცირებულ უსახელოურის ღვინოს აყენებს და დღესდღეობით 10 ყველაზე ძვირადღირებულ ქართული ღვინოებს შორის ლიდერია.

თამაზ ომანაძეს - „ხომლის მარნის“ შემექმნელს, ღვინის სახელწოდებაც მშობლიური ხვამლის მთამ შთააგონა, რომელსაც არაერთი ლეგენდა თუ მითი მისტიურ მთად მოიხსენიებს. სწორედ ამ მთის კალთებზე გაშენებულ ვენახებს და ღვინის დაყენების წესს მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს.

„ხომლის მარნის“ 2010 წელს გაშენებულმა ვენახმა ბიოსერტიფიცირების პროცესი 2017 წელს წარმატებით დაასრულა.

„საერთაშორისო ბაზარზე გასვლამდე მინდოდა ჯერ აქ, საკუთარ ქვეყანაში, ვაზისა და ყურძნის აკვანში მიმეღწია წარმატებისთვის“ - სიამაყით იხსენებს თამაზ ომანაძე. თუმცა პანდემიამ და შემდგომმა პერიოდმა რთული გამოწვევების წინაშე დააყენა წარმატების გზაზე ორგანული ღვინის წარმოება.

ევროკავშირის, შვედეთისა და ავსტრიის მხარდაჭერით, „ხომლის მარანმა“ ახალი ფინანსური შესაძლებლობა მიიღო, შეიძინა აღჭურვილობა და ღვინის წარმოების პროცესი გააუმჯობესა.

მიუხედავად იმისა, რომ “ხომლი მარნის” უსახელოური, ბრიტანეთის ბაზარზე პრემიუმ ბიო ღვინოების სიაში არის, ბიზნესი საჭიროებს თანამედროვე მარკეტინგულ მხარდაჭერას. ამჯამად, დონორების დაფინანსებით მიმდინარეობს, როგორც ბრენდზე მუშაობა, ასევე საერთაშორისო საბაზრო კავშირების ჩამოყალიბებისთვის ხელშეწყობა.

გასაკვირი არაა, რომ რაჭის რეგიონი ბევრ საინტერესო მეღვინის ისტორიას ინახავს, რომლის დასტურია 18 წლის ზურაბ მაისაშვილის სოფელ წესში დაბრუნება, წინაპრების ვენახების აღდგენა და იშვიათი ჯიშებისგან ორგანული ღვინოს წარმოება ბრენდ „ღვინუკა“ სახელით.

„ღვინუკა“ - დაარსებიდან მალევე გაჩნდა საქართველოს სხვადასხვა რეგიონის ბაზარზე, რესტორნებსა და მაღაზიებში. სამწუხაროდ, პანდემიამ იმ დროს იფეთქა, როდესაც კომპანიამ უფრო მეტი ღვინის წარმოება გადაწყვიტა, თუმცა ვითარებით გამოწვეული ზარალის გამო შესაბამისი სახსრების მობილიზება ვერ ხერხდებოდა. ამ კრიტიკულ მომენტში, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ევროკავშირის, შვედეთისა და ავსტრიის მხარდაჭერით, პროექტ GRETA-ს ფარგლებში დაფინანსების მიღება. „ღვინუკამ“ იტალიიდან ღვინის ცისტერნები და ღვინის გადამამუშავებელი დანადგარები, საწნახელი და სხვა აღჭურვილობა შეიძინა.

„მიღებულმა აღჭურვილობამ არა მხოლოდ გადაგვატანინა კრიტიკული ეტაპი, არამედ მოგვცა შესაძლებლობა წარმოება გაგვეოთხმაგებინა. რომ არა ეს დახმარება, ალბათ ამ შედეგების მიღწევისთვის 4-5 წელი კიდევ დაგვჭირდებოდა“ -გვიყვება ზურაბ მაისაშვილი.

გარდა ამისა, დონორების ტექნიკური და ფინანსური მხარდაჭერით, „ღვინუკა“ ბიოსერტიფიცირების პროცესს წარმატებით გადის და ევროპულ ბაზარზე დამკვიდრებისთვის თანდათან ემზადება.

***

პროექტი GRETA | „მწვანე ეკონომიკა: მდგრადი სამთო ტურიზმი და ორგანული სოფლის მეურნეობა“ ევროკავშირის, ავსტრიისა და შვედეთის მხარდაჭერით, საქართველოში ავსტრიის განვითარების სააგენტო ახორციელებს. პროექტი მიზნად ისახავს ბიზნეს-გარემოს გაუმჯობესების ხელშეწყობას და დამატებითი შემოსავლის შექმნის შესაძლებლობის გაზრდას საქართველოს ეკონომიკის ორ ისეთ მნიშვნელოვან სექტორში, როგორიცაა სამთო ტურიზმი და ორგანული სოფლის მეურნეობა. დამატებითი ინფორმაცია პროექტ GRETA-ს შესახებ: www.gretaproject.ge

ეს მასალა მომზადებულია ევროკავშირის, შვედეთის და ავსტრიის თანადაფინანსებით, პროექტ GRETA-ს ფარგლებში. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია ავსტრიის განვითარების სააგენტო და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის, შვედეთის და ავსტრიის შეხედულებებს.

(R)

ავთანდილ წულაძე - თუ კამალა ჰარისი გახდა პრეზიდენტი, იგი როგორც აშშ-ს გლობალური ლიდერობის მომხრე, ჩვენს რეგიონში უფრო მკაცრ პოლიტიკას გაატარებს
კახა გოგოლაშვილი - ძალიან სამწუხაროა, რომ საქართველოში დადგა დრო, როდესაც შესაძლებელია აშკარა ტყუილებით პოლიტიკის კეთება
ქართული პრესის მიმოხილვა 09.09.2024
პროკრედიტ ბანკის 25 წლიანი წარმატების ისტორია - საქართველოში საქართველოსთვის
არქიმ სპეციალურად არქელებისთვის ევროპული სტანდარტის სპორტული დარბაზი გახსნა
ანა ხურციძე საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დირექტორი და დავის გადაწყვეტის საერთაშორისო აკადემიის ახალი არჩეული პრეზიდენტი
„იყიდე რაც გჭირდება და რაც გულით გინდა ისიც მოგივა“ - CashBack -ისა და VISA - ს ერთობლივი აქცია იწყება