„სტრატეგია აღმაშენებლის“ ქალთა ორგანიზაცია - თათია სამხარაძის მიმართ განხორციელებული უკანონობა ძალიან მძიმეა და მოითხოვს დროულ რეაგირებას

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ქალთა ორგანიზაცია თათია სამხარაძეს მხარდაჭერას უცხადებს და განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ თათია სამხარაძის წინააღმდეგ პროპაგანდისტული ძალა მუშაობს.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ მთელი სახელმწიფო მანქანა მომართულია არა თათია სამხარაძის, როგორც ძალადობის მსხვერპლის უფლებების დაცვაზე, „არამედ პასუხისმგებელი ინსტიტუციები მოძალადის ინტერესების გამტარებად გვევლინებიან“.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ქალთა ორგანიზაცია მხარდაჭერას და სოლიდარობას უცხადებს თათია სამხარაძეს. მის წინააღმდეგ მუშაობს პროპაგანდისტული ძალა. სამწუხაროდ, მთელი სახელმწიფო მანქანა მომართულია არა მისი, როგორც ძალადობის მსხვერპლის უფლებების დაცვაზე, არამედ პასუხისმგებელი ინსტიტუციები მოძალადის ინტერესების გამტარებად გვევლინებიან. ძალადობაგამოვლილი ქალი უდიდესი ზეწოლის ქვეშაა მოქცეული მხოლოდ იმიტომ, რომ ღიად და კანონის სრული დაცვით დაუპირისპირდა მოძალადეს. ამ მოძალადეს აქვს სახელი და გვარი - შალვა რამიშვილი, რომელსაც იცავს მთელი ქართული ოცნების ხელისუფლება.

ცხადია, მარტივი არაა სექსუალური შევიწროებაზე საუბარი, ამას ძალა და გამბედაობდა სჭირდება. ყველა ქალმა უნდა იცოდეს, რომ მხარს ვუჭერთ და მარტო არ დავტოვებთ. კონკრეტულად თათია სამხარაძის მიმართ განხორციელებული უკანონობა კი ძალიან მძიმეა და მოითხოვს დროულ რეაგირებას სახელმწიფო უწყებების, სახალხო დამცველის და მთელი საზოგადოების მხრიდან, რადგან სახეზეა პირადი ცხოვრების უფლების უკანონო ხელყოფა, მისი დისკრედიტაცის მცდელობა და სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლების პოლიტიკური მიზნებით გამოყენება“, - ნათქვამია „სტრატეგია აღმაშენებლის“ ქალთა ორგანიზაციის განცხადებაში.

დავით ზურაბიშვილი - ვეთანხმები მოსაზრებას, რომ დღეს არსებული ოპოზიციური ისტებლიშმენტი და პოლიტიკური სპექტრი ამ ხელისუფლების დამმარცხებელი არ არის
ქართული პრესის მიმოხილვა 20.04.2026
Kia საქართველო მომხმარებლებს ავტომობილის ფლობის სრულად გამჭვირვალე სტანდარტს სთავაზობს
სასტუმრო „რადისონ ბლუ თბილისი“ თუთუ კილაძის ნამუშევრების პერსონალურ გამოფენას მასპინძლობს
NMG სკოლების მხარდაჭერის პროექტს აგრძელებს - ჰოლდინგი ამჯერად გურიასა და სვანეთს ეხმარება
Acıbadem-ის გლობალური სამეცნიერო ძალა: სამი წამყვანი ექიმი მსოფლიოს ყველაზე გავლენიან მეცნიერთა შორის
აპლიკაცია SilkGo და ვიდეოპორტალი Myvideo გაერთიანდა
სასტუმრო „ტელეგრაფის“ ახალი სივრცე „Network Lounge by Silknet“ პირველ გამოფენას მასპინძლობს