სასკოლო ოლიმპიადის რეგიონალურ ეტაპს ფრენბურთში გორის სპორტულმა სკოლამ უმასპინძლა.
გორის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, შეჯიბრებაში შიდა ქართლის რეგიონის მუნიციპალურ პირველობებზე გამარჯვებული სკოლის გუნდები მონაწილეობდნენ.
მათი ცნობით, ფინალში გოგონებს შორის ერთმანეთს გორის III და ხაშურის სოფელ ფლევის საჯარო სკოლის გუნდები დაუპირისპირდნენ. რეგიონალურ ეტაპზე გამარჯვება გორის III სკოლამ მოიპოვა.
“ვაჟებს შორის პირველი ადგილი კასპის II საჯარო სკოლამ დაიკავა. კასპმა ფინალში ხაშურის III საჯარო სკოლის გუნდი დაამარცხა.
სასკოლო სპორტული ოლიმპიადის რეგიონალურ ტურში გამარჯვებული გუნდები ზონალურ ტურში იასპარეზებენ.
გორის მუნიციპალიტეტში სასკოლო ოლიმპიადის ფარგლებში შეხვედრები გორის მერიის სპორტის განყოფილების ორგანიზებით ხორციელდება.
რეგიონულ პირველობას გორი 1 - ელ აპრილს ხელბურთსა და გეზრბენში უმასპინძლებს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.