ბათუმის თეატრთან, სადაც „ქართული ოცნების“ კონფერენცია უნდა გაიმართოს, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების მისვლის შემდეგ ხმაური და დაპირისპირება იყო

ბათუმის თეატრთან, სადაც „ქართული ოცნების” კონფერენცია უნდა გაიმართოს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები მივიდნენ.

აქციის მონაწილეები სკანდირებენ: „მკვლელებო“. ისინი მმართველ გუნდს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, გარდაცვლილი ნუგზარ ფუტკარაძის საქმეს ახსენებდნენ და მის მკვლელობაში ადანაშაულებდნენ, რასაც ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.

„ბათუმის დრამატულ თეატრთან დღეს ჩვენ მოვედით, რომ მშვიდად გამოგვეხატა პროტესტი და შეხსენებას ვგეგმავდით, რომ ნუგზარ ფუტკარაძის საქმე თაროზე არის შემოდებული. მკვლელები არიან ჩამოსულები, თავს მესხმიან და ფიზიკურად გამისწორდნენ მამაკაცები“, - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ხათუნა ბერიძემ.

საპასუხოდ მმართველი გუნდის წევრებმა ოპოზიციის წევრებს მოუწოდეს, რომ ტერიტორია დაეტოვებინათ. „მაშინ როცა სააკაშვილის ფოტო გაქვთ ხელში, სირცხვილია ჩვენ მკვლელი გვიწოდოთ“, - განაცხადეს მმართველი გუნდის წარმომადგენლებმა.

ვახტანგ ძაბირაძე -  ხელისუფლება ღიად საუბრობს, რომ მას საქართველოში არ უნდა ევროპული არჩევნების ჩატარება, მთავარი ისაა, რომ ხელისუფლების ასეთ განცხადებებს ოპოზიციურ ელექტორატში ადეკვატური რეაქცია არ აქვს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
Skillwill-ის კოლეჯს ავტორიზაცია მიენიჭა - პროფესიული განათლების ახალი ეტაპი საქართველოში
„სილქნეტის“ და „თიბისის“ ერთობლივი შეთავაზება - დაიბრუნე გადახდილი თანხის 30% ულიმიტო ინტერნეტის გააქტიურებისას