ქალაქ მარნეულში, ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარე ალგეთზე არსებული ხიდის მოწყობის ინფრასტრუქტურული სამუშაოები დასრულდა

ქალაქ მარნეულში, ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარე ალგეთზე არსებული ხიდის მოწყობის ინფრასტრუქტურული სამუშაოები დასრულდა. ინფორმაციას მარნეულის მერია ავრცელებს.

მათი ცნობით, პარალელურად, რეაბილიტირდა 862 გრძივი მეტრის შემოვლითი გზის საფარი, რომელიც ლაღიძის ქუჩას უერთდება.

„ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელიც ნაწილობრივ განტვირთავს ქალაქში საავტომობილო მოძრაობას, ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისმა ღირებულებამ მილიონამდე ლარი შეადგინა.

დასრულებული პროექტი მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა კენან ომაროვმა, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი დოხტურიშვილმა, მარნეულისა და გარდაბნის მაჟორიტარმა დეპუტატმა პარლამენტში ზაურ დარგალმა, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძემ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერეს”, - აღნიშნულია მარნეულის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვახტანგ ხმალაძე - რუსეთის მიერ საქართველოში ჩადენილ დანაშაულებს  ვერც ივანიშვილი და ვერც ვინმე სხვა ვერ ჩამორეცხავს
გიორგი ანთაძე - „ქართული ოცნების“ პოზიციები ჯერ კიდევ ძლიერია იმისთვის, რომ მის ტოტალურ მარცხზე ვისაუბროთ
ქართული პრესის მიმოხილვა 16.09.2024
კახა ოქრიაშვილი - რუსეთ-საქართველოს ომში ივანიშვილმა რუსეთის მხარე დაიჭირა!
,,ბიოგრაფი ლივინგის” მეორე საცხოვრებელი პროექტის ,,მატიანის“ მშენებლობის პროცესი ახალ ეტაპზე გადავიდა