კომპანია „ვილა-ოქროყანა“ განცხადებას ავრცელებს

კომპანია „ვილა ოქროყანა“ წუხილს გამოხატავს თბილისის საკრებულოს ფრაქციის - „ლელო - პარტნიორობა თბილისისთვის“ მიერ მიზანმიმართულად მცდარ ფაქტებზე დაფუძნებული განცხადების გავრცელების გამო და საჭიროდ მიიჩნევს საზოგადოებას რეალურ ფაქტებზე დაყრდნობით მიაწოდოს სწორი ინფორმაცია.

ვისურვებდით, დედაქალაქის საკრებულოში ვხედავდეთ უფრო მაღალი კომპენტენციის მქონე ადამიანებს, განსაკუთრებით იმ პარტიის მხრიდან, ვის წევრებსაც ყველაზე უკეთ უნდა ესმოდეთ თავისუფალი ბაზრისა და ბიზნესის მნიშვნელობა არა მარტო მათი პარტიის წევრებისთვის, არამედ მთელი საზოგადოებისთვის.

კომპანიის მიერ ოქროყანის ტერიტორიაზე მიწის ნაკვეთი შეძენილ იქნა 2018 წლის 30 მარტს. მშენებლობის ნებართვა გაიცა 2020 წლის 10 მარტს. სამშენებლო სამუშაოები კი „ვილა ოქროყანამ“ 2021 წლის 3 მარტს დაიწყო. ,,გორბი ევრაზია“, როგორც „ვილა ოქროყანას“ ერთ-ერთი პარტნიორი, პროცესში ჩაერთო 2021 წლის მაისში.

აღნიშნულ ტერიტორიაზე კომპანიას თავიდანვე სურდა სასტუმროს აშენება, რაზეც თბილისის მერია არ დათანხმდა, მაგრამ გასცა კერძო საცხოვრებელი სახლის მშენებლობის ნებართვა. რაკი მშენებლობის 2 წლიან ნებართვას ვადა გაუვიდა 2022 წლის 15 მარტს, ტერიტორიაზე ყოველგვარი სამუშაოები შეჩერდა.

სამწუხაროდ, „ვილა ოქროყანა“ უკვე წელიწადზე მეტია ელოდება სასტუმროს მშენებლობაზე თბილისის მუნიციპალიტეტის ნებართვას, რაც ტერიტორიის ზონირების გათვალისწინებითა და მოქმედი საკანონმდებლო რეგულაციების მიხედვით ნებადართულია (საცხოვრებელი ზონა 1-დან გამომდინარე).

გვსურს დავაზუსტოთ, რომ შეჩერებული მშენებლობა შეჩერებულ ინვესტიციას ნიშნავს; შესაბამისად, გულისხმობს ადგილზე დასაქმებულთა ანაზღაურების გადახდის შეჩერებასაც. დარწმუნებულები ვართ, ეს საკითხი კარგად ესმით პარტია „ლელოს“ წარმომადგენლებს და, ამდენად, გაუგებარია, რა მიზანს ემსახურება მათი მხრიდან დეზინფორმაციის ან/და გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელება.

(R)

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა