მარნეულის მერის მოადგილეებმა „სასკოლო სპორტულ ოლიმპიადა 2022-2023"-ის ფარგლებში, მუნიციპალურ შეხვედრებში გამარჯვებულებს სიმბოლური საჩუქრები და სიგელები გადასცეს

მარნეულის მერის მოადგილეებმა „სასკოლო სპორტულ ოლიმპიადა 2022-2023"-ის ფარგლებში, მუნიციპალურ შეხვედრებში გამარჯვებულებს სიმბოლური საჩუქრები და სიგელები გადასცეს

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ როინ დეკანოიძემ და მერის მოადგილე თემურ შუბითიძემ, „სასკოლო სპორტულ ოლიმპიადა 2022-2023"-ის ფარგლებში, მუნიციპალურ შეხვედრებში გამარჯვებულებს სიმბოლური საჩუქრები და სიგელები გადასცეს.

ინფორმაციას მარნეულის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, წელს, სასკოლო სპორტული ოლიმპიადა მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა, სადაც მონაწილეობა მიიღო 40-მდე სკოლამ და 750 მოსწავლემ. შეჯიბრებები გაიმართა 5 სპორტის სახეობაში, როგორც ვაჟებში, ისე გოგონებში.

მარნეულის მერიის თქმით, აღსანიშნავია, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტის ექვსი სკოლიდან გამარჯვებული ათი გუნდი რეგიონულ დონეზე ქვემო ქართლის მასშტაბით გააგრძელებს თამაშს.