მარნეულის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრში თოჯინური სპექტაკლის ,,სხვა წითელქუდა" პრემიერა გაიმართა.
მარნეულის მერიის ცნობით, წარმოდგენა არმენ ჰოვანესიანის თოჯინების თეატრისა და მარნეულის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის ერთობლივი ნამუშევარია. სპექტაკლი გათვლილია როგორც პატარა, ისე უფროსი თაობის მაყურებლისთვის.
აღნიშნული სპექტაკლი, რომელიც „წითელქუდას“ ალტერნატიულ სახალისო ვერსიას წარმოადგენს, დარჩება მარნეულის კულტურის ცენტრის რეპერტუარში და წლის განმავლობაში განმეორებითი ჩვენება გაიმართება.
ღონისძიებას მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე თემურ შუბითიძე მიწვეულ სტუმრებთან ერთად ესწრებოდა.