მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ალგეთში „მობილური იუსტიციის სახლის“ ახალმა ავტომანქანამ, მოსახლეობას პირველი სერვისი  მიაწოდა

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ალგეთში „მობილური იუსტიციის სახლის“ ახალმა ავტომანქანამ, მოსახლეობას პირველი სერვისი მიაწოდა.

ინფორმაციას მარნეულის მერია ავრცელებს.

მათი ცნობით, მომსახურების გაცემის პროცესს მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი კენან ომაროვი, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი დოხტურიშვილი, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე და იუსტიციის სახლის თავმჯდომარე ლაშა ლობჯანიძე პირადად დააკვირდნენ და მოქალაქეებს სერვისების ხელმისაწვდომობაზე ესაუბრნენ.

„აღსანიშნავია, რომ „მობილური იუსტიციის სახლი“ მარნეულის მუნიციპალიტეტის ორი სოფლის მოსახლეობას 470-ზე მეტ სერვისს მიაწვდის:

სამშაბათი - სოფ. ალგეთი,

პარასკევი - სოფ. კირიხლო.

„მობილური იუსტიციის სახლი“ იუსტიციის სამინისტროს ინოვაციური პროექტია, რომელიც 2021 წლის სექტემბერში ამოქმედდა და დღეისათვის კახეთის, შიდა ქართლის, სამეგრელოს, გურიის, აჭარის, იმერეთის, მცხეთა-მთიანეთის, სამცხე-ჯავახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონებს მოიცავს.

„მობილური იუსტიციის სახლის“ 20 ავტომანქანა წლის ბოლომდე საქართველოს ყველა რეგიონს დაფარავს“, - აღნიშნულია მარნეულის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვიტალი ბალა - ზელენსკის ჰქონდა შანსი გაეკეთებინა ის, რაზეც უკრაინაში ერთ წელზე მეტია საუბრობენ - შეექმნა უკრაინის ეროვნული ერთობის მთავრობა, მაგრამ მან მოქმედების სხვა გზა არჩია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.09.2024
ლევან ლორთქიფანიძე - ქვეყანას დიალოგი სჭირდება, რათა საბედისწერო ჟამს ურთიერთგანსხვავებული არგუმენტების შეჯერება შევძლოთ და მოშხამული პოლიტიკური გარემო პარტიათა მწვავე კონკურენციის რეჟიმით ჩავანაცვლოთ
პროკრედიტ ბანკის 25 წლიანი წარმატების ისტორია - საქართველოში საქართველოსთვის
არქიმ სპეციალურად არქელებისთვის ევროპული სტანდარტის სპორტული დარბაზი გახსნა
ანა ხურციძე საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დირექტორი და დავის გადაწყვეტის საერთაშორისო აკადემიის ახალი არჩეული პრეზიდენტი
„იყიდე რაც გჭირდება და რაც გულით გინდა ისიც მოგივა“ - CashBack -ისა და VISA - ს ერთობლივი აქცია იწყება