დავით გაბაიძე - ევროპის რეგიონთა ინსტიტუტის (IRE) დელეგაციის ვიზიტი აჭარაში, კიდევ ერთი შესაძლებლობაა, ევროპას ვაჩვენოთ რას ვაკეთებთ იმისათვის, რომ ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი გავხდეთ

ევროპის რეგიონთა ინსტიტუტის (IRE) დელეგაციის ვიზიტი აჭარაში, პრეზიდენტ დოქტორ ფრანც შაუსბერგერის მეთაურობით, კიდევ ერთი შესაძლებლობაა, ევროპას ვაჩვენოთ თუ რას აკეთებს ჩვენი ქვეყანა, მისი კონკრეტული რეგიონი იმისათვის, რომ ევროპული ოჯახის სრულფასოვანი და ღირსეული წევრი გავხდეთ, - ამის შესახებ აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძემ დელეგაციასთან გამართულ შეხვედრაზე აღნიშნა.

დავით გაბაიძის განცხადებით, გასული წლის ბოლოს აჭარის წარმომადგენლობითი დელეგაცია IRE-ს გენერალურ ასამბლეაში მონაწილეობდა, სადაც ჩვენი რეგიონის პრეზენტაცია გაიმართა და რამდენიმე დღის განმავლობაში, ზალცბურგის მცხოვრებლები, ქალაქის სტუმრები, საინფორმაციო რგოლების მეშვეობით, საქართველოს ეცნობოდნენ.

როგორც სტუმრებმა აღნიშნეს, IRE მზადაა მხარი დაუჭიროს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას, რათა ჩვენმა ქვეყანამ, მისმა რეგიონებმა შეძლონ ისარგებლონ იმ პროექტებითა და ბენეფიტებით, რომლებსაც ევროკავშირი თავის წევრებს სთავაზობს.

„საქართველო ევროპული ქვეყანაა, აჭარა - ევროპული რეგიონი და თქვენი მისწრაფება ევროინტეგრაციისკენ მიზანია, რომლის მიღწევაშიც, მზად ვართ დაგეხმაროთ ჩვენი გამოცდილებითა და შესაბამისი ბერკეტებით“, - აღნიშნა ფრანც შაუსბერგერმა.

„შეხვედრაზე, რომელსაც უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე - ცოტნე ანანიძე და აპარატის უფროსი - ზურაბ ჭურკვეიძე ესწრებოდნენ, ყურადღება გამახვილდა სამომავლო თანამშრომლობის საკითხებსა და პერსპექტივებზე. სტუმრებმა აჭარის უმაღლესი საბჭოს შენობა დაათვალიერეს, გადაიღეს სამახსოვრო ფოტო და ჩანაწერი დატოვეს შთაბეჭდილებათა წიგნში.

ევროპის რეგიონთა ინსტიტუტის ((IRE) წარმომადგენლობითი დელეგაცია აჭარაში უმაღლესი საბჭოს მოწვევით იმყოფება. დაგეგმილია შეხვედრები აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელებთან და სხვა ოფიციალურ პირებთან. დელეგაცია ეწვევა ბსუ-სა და საზღვაო აკადემიას”, - აღნიშნულია აჭარის უმაღლესი საბჭოს გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი ანთაძე - „ქართული ოცნების“ პოზიციები ჯერ კიდევ ძლიერია იმისთვის, რომ მის ტოტალურ მარცხზე ვისაუბროთ
ვაჟა ბერიძე - ახლა საქართველოს გამჭრიახი პოლიტიკური ლიდერი სჭირდება, რომელიც დასავლეთისა და რუსეთის წინააღმდეგობებს საჩვენოდ გამოიყენებს - შეძლებს ასეთი ლიდერის როლის შესრულებას ივანიშვილი? - ვნახოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 12.09.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ „საბვეისთან“ ფრენჩაიზის ექსკლუზიური შეთანხმების პირველივე წლის ბოლოს მე-17 რესტორანი გახსნა
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ძლევიჯვარში ქართულ ჭიდაობაში შოთა ხაბარელის და ნიკოლოზ შერაზადიშვილის სახელობის ტურნირი გაიმართა
გიორგი გახელაძემ მოტოთი ზღვაზე 33 -კმ გაიარა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა
Mastercard-მა, მაღალმთიან აჭარაში, მეწარმე ქალებს უმასპინძლა და მათ ელკომერციის შესაძლებლობები გააცნო
კახა ოქრიაშვილი - ბატონი ივანიშვილი 2012 წლიდან მთელ ერს გვატყუებს და რა გასაკვირია, პეტრიაშვილი და ტალახაძეც მოტყუებით ჩაება სიაში?!
.ge დომენი - 3 წელი 60 ლარად
საქართველოს უნივერსიტეტს ლაბორატორიული მედიცინის სარეზიდენტო პროგრამისთვის აკრედიტაცია მიენიჭა