გორის მუნიციპალიტეტის მერიის თანადაფინანსებული პროექტი „დებატების ჩემპიონატი“ დასრულდა

გორის მუნიციპალიტეტის მერიის თანადაფინანსებული პროექტი „დებატების ჩემპიონატი“ დასრულდა. მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, გამარჯვებული წყვილი - მარიამ ფალელაშვილი და ელენე ტერტერაშვილი ევროპაში, ახალგაზრდულ პროექტში მონაწილეობის მისაღებად გაემგზავრებიან.

„დებატების ჩემპიონატში“ 60- მდე 14 - დან 25 წლამდე ახალგაზრდა იღებდა მონაწილეობას.

პროექტი მიზნად ისახავდა გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის ანალიტიკური, კრიტიკული და საკომუნიკაციო უნარების განვითარებასა და დებატის კულტურაში დახელოვნებას.

„დებატების ჩემპიონატი“ ორგანიზაცია “გორის ახალგაზრდულმა ცენტრმა” გორის მუნიციპალიტეტის მერიის ახალგაზრდული პროექტების თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში განახორციელა”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს