რუსთავის მუნიციპალურ ავტოტრანსპორტში დასაქმებულ მძღოლებს, სრული სამედიცინო გამოკვლევა ჩაუტარდებათ

რუსთავის მერიისა და ,,მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრი-რუსთავის“ ინიციატივით, მუნიციპალურ ავტოტრანსპორტში დასაქმებულ მძღოლებს, სრული სამედიცინო გამოკვლევა ჩაუტარდებათ. ამის შესახებ ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს.

მათი ცნობით, უფასო სამედიცინო აქცია, 28 მარტს დაიწყო და 5 მაისის ჩათვლით გაგრძელდება.

,,რუსთავის მერია ზრუნავს თავისი თანამშრომლების, კერძოდ მუნიციპალურ ავტოტრანსპორტში დასაქმებული მძღოლების ჯანმრთელობის მდგომარეობაზე და შესაბამისად მათ მიერ მგზავრთა უსაფრთხო გადაყვანაზე. სწორედ ამიტომ მერიის ინიციატივითა და ,,მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრი-რუსთავის“ ჩართულობით, დაიგეგმა საკმაოდ ფართომასშტაბიანი სამედიცინო აქცია, რომლის ფარგლებშიც ავტობუსების მძღოლებს, სრული სამედიცინო გამოკვლევა ჩაუტარდებათ“, - განაცხადა მუნიციპალური ავტოტრანსპორტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ლელა ლუარსაბიშვილმა.

სამედიცინო აქციის ფარგლებში, მუნიციპალურ ავტოტრანსპორტში დასაქმებული 80 მძღოლი სრულ სამედიცინო დიაგნოსტიკას 27 მარტიდან ეტაპობრივად გაივლის.

,,მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრი-რუსთავი“, კლინიკის ინიციატივით სრულიად უსასყიდლოდ ემსახურება მუნიციპალური ავტოტრანსპორტის მძღოლებს. სამი კვირის განმავლობაში მათ ჩაუტარდება სხვადასხვა ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევა, გაეწევათ შინაგანი მედიცინის სპეციალისტის მიერ კონსულტაცია და მიღებული შედეგების გათვალისწინებით, მიეცემათ შესაბამისი დანიშნულება“, - განაცხადა კლინიკის სამედიცინო დირექტორმა მანანა კაპანაძემ.

რუსთავის მერიის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ცენტრის სპეციალისტებმა, გასულ კვირას მუნიციპალური ავტოტრანსპორტის თანამშრომლებს C ჰეპატიტის აივ/შიდსის და ტუბერკულოზის სკრინინგის პროგრამის ფარგლებში, სამედიცინო შემოწმებაც ჩაუტარეს.

ავთანდილ წულაძე - თუ კამალა ჰარისი გახდა პრეზიდენტი, იგი როგორც აშშ-ს გლობალური ლიდერობის მომხრე, ჩვენს რეგიონში უფრო მკაცრ პოლიტიკას გაატარებს
კახა გოგოლაშვილი - ძალიან სამწუხაროა, რომ საქართველოში დადგა დრო, როდესაც შესაძლებელია აშკარა ტყუილებით პოლიტიკის კეთება
ქართული პრესის მიმოხილვა 12.09.2024
კახა ოქრიაშვილი - ბატონი ივანიშვილი 2012 წლიდან მთელ ერს გვატყუებს და რა გასაკვირია, პეტრიაშვილი და ტალახაძეც მოტყუებით ჩაება სიაში?!
.ge დომენი - 3 წელი 60 ლარად
საქართველოს უნივერსიტეტს ლაბორატორიული მედიცინის სარეზიდენტო პროგრამისთვის აკრედიტაცია მიენიჭა