გორში ერთ-ერთი კორპუსის სხვენში მამაკაცის ცხედარი იპოვეს

გორში, კომბინატის დასახლებაში, საცხოვრებელი კორპუსის სხვენში მამაკაცის ცხედარი იპოვეს.
არსებული ინფორმაციით, მამაკაცი უსახლკარო იყო.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

























