ბათუმში ძლიერმა ქარმა ხეები წააქცია

ბათუმში, ძლიერი ქარის შედეგად ფრიდონ ხალვაშის ქუჩაზე რამდენიმე ხე წაიქცა. ადგილობრივების ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა წაქცეულმა ხეებმა მსუბუქი ავტომობილი და ინფრასტრუქტურა დააზიანა.

“ძლიერი ქარია, რამდენიმე წუთის წინ, ევკალიპტის ხეები წაიქცა, დააზიანა ავტომობილი. საბედნიეროდ, მანქანაში მყოფებმა გადმოსვლა მანამდე მოახერხეს. ქარმა საცხოვრებელ სახლებს სახურავები ახადა და სადენები დააზიანა”, - აცხადებს ერთ-ერთი ადგილობრივი.

ვახტანგ ხმალაძე - რუსეთის მიერ საქართველოში ჩადენილ დანაშაულებს  ვერც ივანიშვილი და ვერც ვინმე სხვა ვერ ჩამორეცხავს
ემილ ავდალიანი - საქართველოს გეოპოლიტიკური დილემა ზუსტად ამაშია, როგორ უნდა ააგოს ურთიერთობები ისე, რომ ერთდროულად საჭირო იყოს ყველა დიდი მოთამაშისთვის და თან თავიდან აიცილოს რომელიმესთან ურთიერთობების გაფუჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 16.09.2024
კახა ოქრიაშვილი - რუსეთ-საქართველოს ომში ივანიშვილმა რუსეთის მხარე დაიჭირა!
,,ბიოგრაფი ლივინგის” მეორე საცხოვრებელი პროექტის ,,მატიანის“ მშენებლობის პროცესი ახალ ეტაპზე გადავიდა