ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ძლიერი ქარის შედეგად რამდენიმე შენობა და ელექტროგადამცემი ხაზები დაზიანდა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტში უამინდობამ და ძლიერმა ქარმა პრობლემები შექმნა. დაზიანდა რამდენიმე შენობა, ასევე ელექტროგადამცემი ხაზები.

დოლიძის ქუჩაზე მდებარე ხუთსართულიან კორპუსს ქარმა სახურავი მთლიანად გადახადა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ზარალის ზუსტი ოდენობა ჯერჯერობით უცნობია.

„ოზურგეთის მერი, ავთანდილ თალაკვაძე სტიქიის შედეგად დაზარალებულ უბნებში იმყოფებოდა და მუნიციპალურ სამსახურებს შესაბამისი დავალებები მისცა.

ამ წუთებში მერის წარმომადგენლები სოფლებში არსებულ ვითარებას ადგილზე ეცნობიან. ოზურგეთის მერიასთან ერთად მობილიზებულია ყველა შესაბამისი სამსახური და საგანგებო რეჟიმში განაგრძობენ მუშაობას. სოფლების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება უკვე აღუდგა”, - განაცხადეს ოზურგეთის მერიის პრესსამსახურში.

კახა გოგოლაშვილი - ძალიან სამწუხაროა, რომ საქართველოში დადგა დრო, როდესაც შესაძლებელია აშკარა ტყუილებით პოლიტიკის კეთება
ქართული პრესის მიმოხილვა 09.09.2024
ვიტალი ბალა - ზელენსკის ჰქონდა შანსი გაეკეთებინა ის, რაზეც უკრაინაში ერთ წელზე მეტია საუბრობენ - შეექმნა უკრაინის ეროვნული ერთობის მთავრობა, მაგრამ მან მოქმედების სხვა გზა არჩია
პროკრედიტ ბანკის 25 წლიანი წარმატების ისტორია - საქართველოში საქართველოსთვის
არქიმ სპეციალურად არქელებისთვის ევროპული სტანდარტის სპორტული დარბაზი გახსნა
ანა ხურციძე საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დირექტორი და დავის გადაწყვეტის საერთაშორისო აკადემიის ახალი არჩეული პრეზიდენტი
„იყიდე რაც გჭირდება და რაც გულით გინდა ისიც მოგივა“ - CashBack -ისა და VISA - ს ერთობლივი აქცია იწყება