გორის მერია მათ მიერ დაფინანსებული ერთ-ერთ საგანმანათლებლო პროექტის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

„STEM პროექტების მოდელირება და კონსტრუირება“ - ასე ჰქვია გორის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დაფინანსებულ ერთ - ერთ საგანმანათლებლო პროექტს, რომლის ბენეფიციარებიც შინდისის სკოლის მოსწავლეები არიან,- ამის შესახებ ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.

უწყების ცნობით, პროექტის მიზანია, საბუნებისმეტყველო მეცნიერებების, საინჟინრო და ტექნოლოგიური (STEM) სფეროების სწავლების ხარისხის გაუმჯობესება არაფორმალური განათლების საშუალებით.

„პროექტის ფარგლებში, STEM კლუბის წევრები შეიძენენ ახალ უნარებს, რაც სხვადასხვა ალგორითმების მქონე მანქანების შექმნასა და მართვას უკავშირდება.

კლუბის წევრები საკუთარი იდეებისა და ინტერესების შესაბამისად შექმნიან ტექნოლოგიურ პროტოტიპებს.

პროექტი დაეხმარება და ხელს შეუწყობს მოსწავლეებს პრობლემების გადაჭრის უნარის განვითარებაში, სწორი პროფესიული ორიენტაციის ჩამოყალიბებაში შრომის ბაზრის მოთხოვნების გათვალისწინებით.

პროექტი გორის მუნიციპალიტეტის „განათლების ხელშეწყობისა და თანადაფინანსების პროგრამის“ ფარგლებში ხორციელდება“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

რამაზ საყვარელიძე - თუ დღევანდელი ოპოზიცია არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს, გადაინაცვლებს სამზარეულოში, ქუჩაშიც კი მას მხარდამჭერი აღარ ეყოლება, რისი ტენდენციაც უკვე ჩანს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.06.2025
„ხალიკ ბანკის“ მხარდაჭერით, ფოთის მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა