გორის მუნიციპალიტეტის სოფელ სვენეთში შიდა საუბნო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ სვენეთში შიდა საუბნო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. გორის მერიის ინფორმაციით, საპროექტო გზის 654 მეტრიანი მონაკვეთი, სადაც დღემდე ასფალტი საფარი არასდროს ყოფილა, მჭიდროდ დასახლებულ უბანში გადის.

„აღნიშნული გზის მონაკვეთი სოფლის ცენტრიდან აღმოსავლეთისკენ მიემართება და საზოგადოებრივი ტრანსპორტის ბოლო გაჩერებასთან სრულდება.

პროექტი ითვალისწინებს ასფალტის საფარის, ეზოში შესასვლელების, მიერთებების, სანიაღვრე სისტემის, წყლის შემკრები ჭის მოწყობასა და გზაზე არსებული ხიდის მოაჯირებით უზრუნველყოფას.

გარდა შიდა საუბნო გზისა, სვენეთში საბავშვო ბაღის რეაბილიტაციაც მიმდინარეობს. სვენეთის საბავშვო ბაღის შენობას, რომელიც დაახლოებით 5 ათეული წლის წინ შევიდა ექსპლუატაციაში, მსგავსი სახის სარეაბილიტაციო სამუშაოები დღემდე არ ჩასტარებია. ამ ეტაპზე, საბავშვო ბაღში სკოლამდელ განათლებას 37 აღსაზრდელი იღებს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

07.07.2025 / 08:38

ლევან ლორთქიფანიძე - საუბედუროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ სუვერენიტეტი დაკარგა, როგორც დღეს იტყვიან ხოლმე, საქართველო არის რუსეთის „პროქსი“ ძალა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს