გიორგი ვაშაძე - სამუშაო ჯგუფებს ყავის სმის ჯგუფები დავარქვათ - ვინც შევიდა, რა შედეგი დადო?

სამუშაო ჯგუფებს ყავის სმის ჯგუფები დავარქვათ - ვინც შევიდა, რა შედეგი დადო? - ასე პასუხობს "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე ჟურნალისტის შეკითხვას, მიაწოდეს თუ არა პარტნიორებს ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ 12 რეკომენდაციის შესრულებასთან დაკავშირებით შექმნილ სამუშაო ჯგუფებში მონაწილეობას არ იღებდნენ.

ვაშაძის თქმით, სამუშაო ჯგუფების შედეგი იყო დეოლიგარქიზაციის კანონი და მართლმსაჯულებასთან დაკავშირებული ცვლილებები, რომელიც რეკომენდაციებს არ პასუხობს და ოპოზიციის როლი სწორედ ამის ჩვენება და ამაზე კომიტეტებსა და სესიებზე პოლიტიკური პროცესის შექმნაა.

"სესიას და კომიტეტებს გაემიჯნა თავად "ქართული ოცნება", სამუშაო ჯგუფებს რაც შეეხება, ყავის სმის ჯგუფები დავარქვათ, ვინც შევიდა, შედეგი რა დაიდო? შედეგი დაიდო რუსული კანონი. არავის შეურაცხყოფას არ ვაყენებ, "სტრატეგია აღმაშენებელმა" რაც თქვა, დიაგნოზი რაც დავსვით პირველივე დღეს, სამწუხაროდ, დამთავრდა ასე. შედეგი ამ ჯგუფებმა რა დადო? - რუსული კანონი, დეოლიგარქიზაციის კანონი, რომელიც ყველაფერზეა დეოლიგარქიზაციის გარდა, მართლმსაჯულებასთან დაკავშირებული ცვლილებები, რომელიც რეალურად ყველაფერზეა კლანისგან სასამართლოს გათავისუფლების გარდა. რამე შედეგი დაიდო, რომელზეც პარტნიორები ამბობენ, რომ ყოჩაღ საქართველო? კანონებს იღებს უმრავლესობა და მათ იღებს კომიტეტებზე და სესიებზე, ჩვენი როლი არის ის, რომ გამოვაფხიზლოთ ხალხი, როცა ღალატს აქვს ადგილი, მაგალითად, როგორც იყო რუსული კანონის მიღების დროს. როგორ გაიტანეს ეს კანონი, ასე გაიქცევიან ხელისუფლებიდან,"- განაცხადა ვაშაძემ.

ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნება“ ერთი მხრივ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე ახდენს თავდასხმას, ხოლო მეორე მხრივ რეპრესიულ მექანიზმებს აძლიერებს
მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
ნატო ჩხეიძე თეა წულუკიანს და საგამოძიებო კომისიას პასუხობს
ნატალია ქუთათელაძის გზა პირველი ყულაბიდან ფინანსურ სტაბილურობამდე - „ხალიკ ბანკი ყველაზე დიდი ყაზახური ფინანსური ინსტიტუტია საქართველოში - შესაბამისად, როცა საქმე ანაბარს ეხება, დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ფინანსები სანდო ხელშია“
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის