აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე საქართველოს სახალხო დამცველს ლევან იოსელიანს შეხვდა.
აჭარის მთავრობის ინფორმაციით, თორნიკე რიჟვაძემ სახალხო დამცველს თანამდებობაზე არჩევა მიულოცა, წარმატებები უსურვა და შემდგომი თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოთქვა.
უწყების ცნობით, ლევან იოსელიანმა აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს სახალხო დამცველის აპარატის პრიორიტეტები და სამომავლო გეგმები გააცნო. მხარეებმა დემოკრატიის განვითარების ხარისხზე და ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით მიმდინარე ღონისძიებებზე ისაუბრეს.