ჩოხატაურში, ოჯახი და პოლიცია მეორე დღეა შუახნის მამაკაცს ეძებს. არსებული ინფორმაციით, ბოლოს ის სოფელ შუა განახლებაში იმყოფებოდა, საიდანაც მისი კვალი იკარგება.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობას, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.