კახა ოქრიაშვილი რესპუბლიკურ საავადმყოფოზე - ეს არის ერთადერთი სახელმწიფოებრივი მიდგომა ამ საკითხთან დაკავშირებით

პარტია „პროგრესი და თავისუფლებას“ ლიდერი კახა ოქრიაშვილი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „ინტერპრესნიუსი" უცვლელად გთავაზობთ:

„რესპუბლიკური საავადმყოფო აშენებულია, როგორც ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკა და ამიტომაც დგას სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის გვერდით. დღეს არსებულ შენობაში ფუნქციონირებდა სამედიცინო უნივერსიტეტის კათედრები და გამოყოფილი იყო მრავალი სივრცე სალექციო და პრაქტიკული მეცადინეობისთვის - ის წარმოადგენდა სამედიცინო ინსტიტუტის სამეცნიერო და სასწავლო ბაზას. ფაქტი, რომ ეს დაწესებულება დღემდე არ გადაუციათ სამედიცინო უნივერსიტეტისთვის, მიანიშნებს, რომ საზოგადოებისთვის უკვე კარგად ცნობილი კორუფციული სქემებით სურდათ ამ ობიექტის დაუფლება. (ყველას გვახსოვს, რომ ჯერ კიდევ 2015 წელს, რესპუბლიკური საავადმყოფო უფასოდ გადაეცა „საპარტნიორო ფონდს“ უცხოური ინვესტიციების მოსაზიდად.)

რესპუბლიკური საავადმყოფოს ახალი შენობა აშენდება, თუ ძველი შეკეთდება, ის უნდა გადაეცეს სამედიცინო უნივერსიტეტს, რომელსაც შეუძლია, საკუთარი, ანუ საბიუჯეტო სახსრების გარეშე, უზრუნველყოს ამ ობიექტის ახლიდან აშენება, ან მისი რენოვაცია, მოსახლეობის მაღალ დონეზე მომსახურება და კვალიფიციური ექიმების აღზრდა. ეს არის ერთადერთი სახელმწიფოებრივი მიდგომა ამ საკითხთან დაკავშირებით.

ფაქტი, რომ ეს საკითხი ათწლეულებია არ წყდება, მიანიშნებს არსებული ხელისუფლების უუნარობასა და უნიათობაზე, ქვეყნის აღმშენებლობის ნაწილში. თუმცა, რა გასაკვირია, როცა 10 წელი დასჭირდათ, 1 ფურცლის დასაწერად თურქეთის ფარმაცევტული ბაზრის გახსნასთან დაკავშირებით, რასაც ჩვენ, ფარმაცევტული სექტორი, ოფიციალურად, ათ წელზე მეტი ვითხოვდით მთავრობისგან და დღეს გვაყვედრიან, თითქოს ამ ერთი ფურცლის დაწერა მათი მონაპოვარია“, - აცხადებს კახა ოქრიაშვილი.

ვიტალი ბალა - ზელენსკის ჰქონდა შანსი გაეკეთებინა ის, რაზეც უკრაინაში ერთ წელზე მეტია საუბრობენ - შეექმნა უკრაინის ეროვნული ერთობის მთავრობა, მაგრამ მან მოქმედების სხვა გზა არჩია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.09.2024
ლევან ლორთქიფანიძე - ქვეყანას დიალოგი სჭირდება, რათა საბედისწერო ჟამს ურთიერთგანსხვავებული არგუმენტების შეჯერება შევძლოთ და მოშხამული პოლიტიკური გარემო პარტიათა მწვავე კონკურენციის რეჟიმით ჩავანაცვლოთ
პროკრედიტ ბანკის 25 წლიანი წარმატების ისტორია - საქართველოში საქართველოსთვის
არქიმ სპეციალურად არქელებისთვის ევროპული სტანდარტის სპორტული დარბაზი გახსნა
ანა ხურციძე საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დირექტორი და დავის გადაწყვეტის საერთაშორისო აკადემიის ახალი არჩეული პრეზიდენტი
„იყიდე რაც გჭირდება და რაც გულით გინდა ისიც მოგივა“ - CashBack -ისა და VISA - ს ერთობლივი აქცია იწყება