მარნეულის მერია - მუნიციპალიტეტის სოფლებში გრძელდება შიდა საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, 2023 წელს, მარნეულის მუნიციპალიტეტის 10 სოფელში შიდა საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობაა დაგეგმილი.

მერიის ინფორმაციით, სოფლებში: ბაიდარი, სადახლო, დიოკნისი და ცოფი, მოასფალტება შიდა გზები. სოფლებში: წერაქვი და სიონი, შიდა გზებზე რკინა/ბეტონის საფარი მოეწყობა. სოფელ შულავერში რეაბილიტაცია ჩაუტარდება შიდა გზებს, ასევე რეაბილიტირდება შულავერის აგარაკებთან მისასვლელი გზა.

მოასფალტდება სოფელ დამია-გეურარხის საჯარო სკოლასთან მისასვლელი გზა და სოფელ მოლაოღლის გზა.

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის, კენან ომაროვის თქმით, 2023 წელს მარნეულის 10 სოფელში დაგეგმილია შიდა საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება.

„მარნეულის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება აქტიურად მიმდინარეობს. გასულ წელს 15 სოფელში განვახორციელეთ შიდა საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება.

აღსანიშნავია, რომ მუნიციპალიტეტის მასშტაბით, უმეტეს სოფლებთან მისასვლელი ცენტრალური გზები მოასფალტებული და გამართულია. სწორედ ამიტომ აქცენტი კეთდება შიდა საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაზე", - განაცხადა კენან ომაროვმა.

ვახტანგ ხმალაძე - რუსეთის მიერ საქართველოში ჩადენილ დანაშაულებს  ვერც ივანიშვილი და ვერც ვინმე სხვა ვერ ჩამორეცხავს
გიორგი ანთაძე - „ქართული ოცნების“ პოზიციები ჯერ კიდევ ძლიერია იმისთვის, რომ მის ტოტალურ მარცხზე ვისაუბროთ
ქართული პრესის მიმოხილვა 16.09.2024
კახა ოქრიაშვილი - რუსეთ-საქართველოს ომში ივანიშვილმა რუსეთის მხარე დაიჭირა!
,,ბიოგრაფი ლივინგის” მეორე საცხოვრებელი პროექტის ,,მატიანის“ მშენებლობის პროცესი ახალ ეტაპზე გადავიდა