კახა კალაძე - "ქართული ოცნება" იყო, არის და იქნება მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს ინტერესების გამტარებელი ძალა - ჩვენ გვაქვს კონკრეტული მიზანი: განვითარების გზით, ევროინტეგრაციისკენ სვლით, შევქმნათ ქვეყნის მომავალი

ჩვენ გვაქვს კონკრეტული მიზანი - ყველა სფეროში განვითარების გზით, ევროინტეგრაციისკენ სვლით, შევქმნათ ამ ქვეყნის მომავალი, - ამის შესახებ „ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ აჭარაში პარტიულ კონფერენციაზე განაცხადა.

კახა კალაძემ "ქართული ოცნების" წევრებს სიტყვით მიმართა და ქვეყანაში მიმდინარე პროცესები გააცნო.

"აჭარის რეგიონში ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება, თუმცა რასაკვირველია, რჩება პრობლემები და გამოწვევები. იმედი მაქვს, ერთიანი ძალისხმევით, საზოგადოების მხარდაჭერით, შევძლებთ კიდევ უფრო სწრაფი ტემპით გაგრძელდეს ქვეყნის განვითარება და ეკონომიკური ზრდა.

რაც შეეხება გამოწვევებს, ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა საზოგადოების პოლარიზება, რის მიღწევასაც ასე ცდილობს რადიკალური ოპოზიცია. სახეზეა მუდმივი მცდელობა იმისა, რომ ბულინგით, შეურაცხყოფით, იარლიყების მიკერებით შექმნან სურათი თითქოს, "ქართული ოცნება" წარმოადგენს რუსულ ძალას.

"ქართული ოცნება" იყო, არის და იქნება მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს ინტერესების გამტარებელი ძალა და არასდროს გადადგამს ისეთ ნაბიჯს, რაც ქვეყანას დააზარალებს.

ჩვენ გვაქვს კონკრეტული მიზანი - ყველა სფეროში განვითარების გზით, ევროინტეგრაციისკენ სვლით შევქმნათ ამ ქვეყნის მომავალი და ჩვენს შვილებს დავუტოვოთ ძლიერი საქართველო. ამას უნდა მივაღწიოთ ერთიანობით, ერთმანეთის მხარდაჭერით და გავამარჯვებინოთ ჩვენს ქვეყანას", - განაცხადა კახა კალაძემ, რომლის განცხადებასაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

გიორგი ანთაძე - „ქართული ოცნების“ პოზიციები ჯერ კიდევ ძლიერია იმისთვის, რომ მის ტოტალურ მარცხზე ვისაუბროთ
ვაჟა ბერიძე - ახლა საქართველოს გამჭრიახი პოლიტიკური ლიდერი სჭირდება, რომელიც დასავლეთისა და რუსეთის წინააღმდეგობებს საჩვენოდ გამოიყენებს - შეძლებს ასეთი ლიდერის როლის შესრულებას ივანიშვილი? - ვნახოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 12.09.2024
წინანდლის ფესტივალის მეექვსე სეზონი დასრულდა
„ვისოლ ჯგუფმა“ „საბვეისთან“ ფრენჩაიზის ექსკლუზიური შეთანხმების პირველივე წლის ბოლოს მე-17 რესტორანი გახსნა
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ძლევიჯვარში ქართულ ჭიდაობაში შოთა ხაბარელის და ნიკოლოზ შერაზადიშვილის სახელობის ტურნირი გაიმართა
გიორგი გახელაძემ მოტოთი ზღვაზე 33 -კმ გაიარა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა
Mastercard-მა, მაღალმთიან აჭარაში, მეწარმე ქალებს უმასპინძლა და მათ ელკომერციის შესაძლებლობები გააცნო
ბოხუას ცენტრში რეგიონში პირველი წარმატებული გულის გადანერგვის ალტერნატიული ჩარევა, გულის პარკუჭოვანი სისტემის იმპლანტაცია ჩატარდა
პანკავკასიური ორკესტრი - წინანდლის ფესტივალის სავიზიტო ბარათი