„ქართული ოცნების“ ქედის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარედ როლანდ ბერიძე აირჩიეს

„ქართული ოცნების“ ქედის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარედ ქედის მუნიციპალიტეტის მერი, როლანდ ბერიძე აირჩიეს. ამის შესახებ ინფორმაციას „ქართული ოცნება“ ავრცელებს.

პარტიის ცნობით, ქედაში გამართულ კონფერენციაზე აირჩიეს ბიუროს წევრებიც.

„კონფერენციაში მონაწილეობდნენ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე, გენერალური მდივანი, კახა კალაძე, აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე, აჭარის ორგანიზაციის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, დავით გაბაიძე, აჭარის უმაღლეს საბჭოში ხულოს, შუახევის, ქედისა და ხელვაჩაურის მაჟორიტარი დეპუტატი, ფრიდონ ფუტკარაძე, ხულოს, შუახევის, ქედისა და ხელვაჩაურის მაჟორიტარი დეპუტატი, ანზორ ბოლქვაძე, უმრავლესობის წევრი, ალექსანდრე ტაბატაძე, ქედის საკრებულოს თავმჯდომარე, ამირან ცინცაძე.

„ქართული ოცნების“ პარტიული კონფერენციები უკვე ჩატარდა ბათუმში, ხულოში, შუახევსა და ქედაში. 30 მარტს კი კონფერენციები ხელვაჩაურსა და ქობულეთში გაიმართება.

„ქართული ოცნება“ ქვეყნის მასშტაბით 73 პარტიულ კონფერენციას მართავს“, - აღნიშნულია „ქართული ოცნების“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ლევან ლორთქიფანიძე - საუბედუროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ სუვერენიტეტი დაკარგა, როგორც დღეს იტყვიან ხოლმე, საქართველო არის რუსეთის „პროქსი“ ძალა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს