ფრაქცია - „ქართული ოცნების" წევრები ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრებს შეხვდნენ

12 რეკომენდაციის შესრულების მიმდინარეობა და ამ მიმართულებით განხორციელებული საკანონმდებლო ინიციატივები იყო განხილვის მთავარი თემა ფრაქცია - „ქართული ოცნების" წევრებსა და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრებს შორის გამართულ შეხვედრაზე. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილის, ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, შეხვედრა ქვეყანაში მიმდინარე პროცესების შეფასებას და გარკვეული რეკომენდაციების შემუშავებას ისახავდა მიზნად.

მისივე თქმით, ევროპელმა კოლეგებმა მოისმინეს ინფორმაცია რეკომენდაციების შესრულების მიმართულებით არსებულ პროგრესსა და მიმდინარე პროცესთან დაკავშირებითაც.

„ეს არის გეგმიური, შეხვედრა, რომელიც მიზნად ისახავს ქვეყანაში მიმდინარე პროცესების შეფასებას, ასევე გარკვეული რეკომენდაციების შემუშავებას. ჩვენ ვისაუბრეთ 12 რეკომენდაციის შესრულების თაობაზე, რომელიც არის ჩვენთვის უმთავრესი საკითხი. მივაწოდეთ ინფორმაცია, თუ რა საკანონმდებლო ინიციატივები გვქონდა, რა საკითხებთან დაკავშირებით არის უკვე მიღებული გადაწყვეტილებები და ასევე ვისაუბრეთ იმაზე, თუ როგორ ვაპირებთ გავითვალისწინოთ ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის რეკომენდაციები სხვადასხვა კანონებთან მიმართებაში. მათ შორის, სასამართლო რეფორმასთან და დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონთან დაკავშირებით", - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.

ირაკლი ჩიქოვანთან ერთად შეხვედრას, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი ესწრებოდა.

სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნება“ ერთი მხრივ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე ახდენს თავდასხმას, ხოლო მეორე მხრივ რეპრესიულ მექანიზმებს აძლიერებს
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
ნატო ჩხეიძე თეა წულუკიანს და საგამოძიებო კომისიას პასუხობს
ნატალია ქუთათელაძის გზა პირველი ყულაბიდან ფინანსურ სტაბილურობამდე - „ხალიკ ბანკი ყველაზე დიდი ყაზახური ფინანსური ინსტიტუტია საქართველოში - შესაბამისად, როცა საქმე ანაბარს ეხება, დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ფინანსები სანდო ხელშია“
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის