გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის დირექტორი - პედაგოგი, რომელიც სოციალური ქსელით გავრცელებულ ვიდეოში მოსწავლეზე ფიზიკურად ძალადობს, სკოლაში აღარ მუშაობს

პედაგოგი, რომელიც სოციალური ქსელით გავრცელებულ ვიდეოში მოსწავლეზე ფიზიკურად ძალადობს, სკოლაში აღარ მუშაობს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის დირექტორმა განუცხადა.

ნანა ტერმაკოზაშვილის ინფორმაციით, გეოგრაფიის აღნიშნული მასწავლებლის სკოლიდან გათავისუფლების რეკომენდაციით დირექტორს დისციპლინურმა კომიტეტმა მიმართა.

„მას შემდეგ, რაც გავრცელდა ვიდეო, სადაც გორის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი სოფლის საჯარო სკოლის პედაგოგი მოსწავლეზე ფიზიკურად ძალადობს - ხელს ურტყამს, სკოლის დისციპლინურმა კომიტეტმა დაიწყო საქმისწარმოება. დისციპლინურმა კომიტეტმა გამოიკვლია საქმისთვის მნიშვნელოვანი ყველა გარემოება, დაადგინა დისციპლინური გადაცდომა და გადაცდომის სიმძიმის ხარისხის გათვალისწინებით, საჯარო სკოლის დირექტორს მიმართა მასწავლებლის სამსახურიდან გათავისუფლების რეკომენდაციით. დირექტორმა გაითვალისწინა დისციპლინური კომიტეტის აღნიშნული რეკომენდაცია და მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება“, - განაცხადა ნანა ტერმაკოზაშვილმა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილით არის დაწყებული.

ცნობისთვის, სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც ასახულია მასწავლებლის მიერ მეშვიდეკლასელი მოსწავლის ცემის ფაქტი.

ვახტანგ ხმალაძე - რუსეთის მიერ საქართველოში ჩადენილ დანაშაულებს  ვერც ივანიშვილი და ვერც ვინმე სხვა ვერ ჩამორეცხავს
ემილ ავდალიანი - საქართველოს გეოპოლიტიკური დილემა ზუსტად ამაშია, როგორ უნდა ააგოს ურთიერთობები ისე, რომ ერთდროულად საჭირო იყოს ყველა დიდი მოთამაშისთვის და თან თავიდან აიცილოს რომელიმესთან ურთიერთობების გაფუჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 16.09.2024
ახალი Lenovo Yoga Slim 7x ხელოვნური ინტელექტით
სილქნეტის სპეციალური პაკეტები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის
კახა ოქრიაშვილი - რუსეთ-საქართველოს ომში ივანიშვილმა რუსეთის მხარე დაიჭირა!
,,ბიოგრაფი ლივინგის” მეორე საცხოვრებელი პროექტის ,,მატიანის“ მშენებლობის პროცესი ახალ ეტაპზე გადავიდა