ლევან ბეჟაშვილი - სალომე ზურაბიშვილი კომფორტის ზონიდან უნდა გამოვიდეს და პოლიტიკური მოვლენების მიმომხილველის მსგავსი განცხადებების კეთების ნაცვლად, რეალური აქტორი გახდეს

სალომე ზურაბიშვილი კომფორტის ზონიდან უნდა გამოვიდეს და პოლიტიკური მოვლენების მიმომხილველის მსგავსი განცხადებების კეთების ნაცვლად, რეალური აქტორი გახდეს - პრეზიდენტმა რეალური ნაბიჯები უნდა გადადგას იმისკენ, რომ საქართველოს ევროპული პერსპექტივები დაიცვას! - ამის შესახებ ჟურნალისტებს ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ლევან ბეჟაშვილმა განუცხადა.

როგორც ბეჟაშვილმა ამ კონტექსტში აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ პრეზიდენტის ყოველ განცხადებას მოქმედებები მოჰყვეს. ოპოზიციონერი დეპუტატის შეფასებით, ზურაბიშვილმა საკუთარი დამოკიდებულება ქვეყანაში არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით კონკრეტულ ნაბიჯებში უნდა გამოხატოს და მხოლოდ ანგარიშებით არ შემოიფარგლოს.

სალომე ზურაბიშვილის ბოლო განცხადებების გათვალისწინებით, ის “ქართული ოცნების“ მმართველობით უკმაყოფილოა. პრეზიდენტი ბიძინა ივანიშვილს ოლიგარქად პირდაპირ ასახლებს. ბუნებრივია, რომ ეს “ქართულ ოცნებას“ აღიზიანებს, რადგან მათი მთავარი მიზანია პრეზიდენტი მორჩილი და მათი ნების შემსრულებელი იყოს. ვინაიდან ეს ასე არ არის, მათ გაღიზიანებას იწვევს.

კონკრეტული ნაბიჯები, რაც შეიძლება პრეზიდენტმა გადადგას, კონსტიტუციით არის განსაზღვრული - ეს არის საგარეო მიმართულებით თუ ქვეყნის შიგნით მისაღები გადაწყვეტილებები, რაც დეპოლარიზაციას შეუწყობს ხელს. ამ შემთხვევაში პრეზიდენტი პოლიტიკური აქტორის როლს შეასრულებდა“, - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

31 მარტს, საქართველოს პრეზიდენტი ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე პარლამენტსა და ხალხს მიმართავს.

ვახტანგ ძაბირაძე -  ხელისუფლება ღიად საუბრობს, რომ მას საქართველოში არ უნდა ევროპული არჩევნების ჩატარება, მთავარი ისაა, რომ ხელისუფლების ასეთ განცხადებებს ოპოზიციურ ელექტორატში ადეკვატური რეაქცია არ აქვს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში 24 ივნისს თბილისის პირველი საერთაშორისო კიბერუსაფრთხოების კონფერენცია გაიმართება